რქოვანას წყლული

რქოვანას წყლული

რა არის რქოვანას წყლული?

რქოვანას წყლული არის მდგომარეობა, როდესაც რქოვანაზე ღია წყლული, ჭრილობაა. ძირითადი გამომწვევი მიზეზი ინფექციაა.

რქოვანას წყლული სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს, რადგან ამ დაავადების ფონზე მნიშვნელოვნად იზრდება მხედველობის დაკარგვის რისკი, შესაბამისად, აუცილებელია დროულად ჩართოთ სპეციალისტი.

რისკ-ფაქტორებია:

  •  კონტაქტური ლინზებით დაძინება;
  •  მწვავე ჰერპესი, ჩუტყვავილა;
  •  მშრალი თვალის სინდრომი;
  •  სტეროიდული თვალის წვეთები;
  •  ტრავმა ან დამწვრობა რქოვანას არეში;
  •  ანამნეზში დიაბეტი;
  •  ანამნეზში თვალის სხვა დაავადება;
  •  თვალზე ჩატარებული ოპერაცია.

რქოვანას წყლულისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  •  წითელი, ცრემლიანი, ჩასისხლიანებული თვალი;
  •  თვალის ტკივილი;
  •  ჩირქი ან გამონადენი თვალიდან;
  •  უცხო სხეულის შეგრძნება თვალში;
  •  მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე;
  •  ბუნდოვანი მხედველობა;
  •  შეშუპებული ქუთუთო;
  •  რქოვანაზე თეთრი ან რუხი ლაქა.

როგორც წესი, პათოლოგიური პროცესი მოიცავს მხოლოდ ერთ თვალს.

მკურნალობისთვის მოწოდებულია ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ანტიბიოტიკოთერაპია, სოკოს საწინააღმდეგო თუ ანტივირუსული მედიკამენტები).

თუ მედიკამენტური თერაპია სასურველ შედეგს არ იძლევა, ინიშნება ქირურგიული ჩარევა.

წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22524-corneal-ulcer