როდის უნდა მივმართოთ ექიმს, რა სიმპტომის შემთხვევაშია დაუშვებელი თვითმკურნალობა?
ეს არის მდგომარეობა, როდესაც გაპარსვის, პინცეტით ამოღების ან ცვილის გამოყენების შემდეგ თმა უკან ბრუნდება.
თმის ჩაზრდის შემთხვევები ხშირია სახის, ფეხების, იღლიისა და ბიკინის ზონაში. რაც უფრო ხშირად გიწევთ პარსვა, მით მეტად იზრდება თმის ჩაბრუნების რისკი.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- კანის გაღიზიანება;
- კვანძის მსგავსი პატარა მუწუკი, რომელიც თმას შეიცავს;
- ტკივილი;
- წითელი, ყავისფერი ან იისფერი შეფერილობა;
- ქავილი.
ინფიცირებული ჩაზრდილი თმის შემთხვევაში დაზიანებული არეს მოცულობა ზომაში იზრდება და ტკივილის დონეც მატულობს. ბუშტუკოვანი გამონაყარი იმის მანიშნებელია, რომ ფოლიკულის გარშემო ჩირქი დაგროვდა.
ჩაბრუნებული თმა გადამდები არ არის.
ჩაზრდილი თმის მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებში, მოწოდებულია შემდეგი მეთოდები:
- ცოტა ხნით უარი უნდა თქვათ გაპარსვაზე - თმას გაზრდის საშუალება მიეცით;
- გამოიყენეთ ელექტრო საპარსი;
- გაცილებით მისაღები დეპილატორ პროდუქციაა;
- ფორების გასახსნელად დაზიანებულ კანზე თბილი ქსოვილი დაიფინეთ 10-15 წუთის განმავლობაში.
თუ თვითმკურნალობა შედეგს არ გამოიღებს ან სიმპტომი გაცილებით მწვავეა, აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია.
ზოგჯერ საჭიროა შესაბამისი მედიკამენტები, ანთებისა და ინფექციის სამკურნალოდ. იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში ქირურგიული ჩარევაა საჭირო - ზოგჯერ ჩირქის მოცილება და ჩაბრუნებული თმის ამოღება სკალპელითაა შესაძლებელი.
ინფექციის პროგრესირებას და ნაწიბურების გაჩენას ხელს უწყობს მუწუკის ამორწყვა, შესაბამისად, დაუშვებელია გამონაყარის მექანიკური წვალება.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17722-ingrown-hair