ბუნდოვანი მხედველობა

ბუნდოვანი მხედველობა

გამომწვევი მიზეზები.

ბუნდოვანი მხედველობა შესაძლოა გქონდეთ დაღლილობის გამო ან სავსებით შესაძლებელია იყოს სხვა დაავადების სიმპტომი.

მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

თუ ეს სიმპტომი უეცრად, მოულოდნელად ჩამოყალიბდა ან შენიშნეთ მხედველობის დაქვეითება, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.

სწრაფად განვითარებული ბუნდოვანი მხედველობა შესაძლოა შემდეგი პათოლოგიების (რომელიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებს) მანიშნებელი იყოს:

  • ინსულტი;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • სისხლდენა თვალში;
  • კონტუზია;
  • თვალისა და მისი ქსოვილის ინფექცია;
  • შაკიკის თავის ტკივილი;
  • თვალის ტრავმა.

აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ექიმის ყველა რეკომენდაცია.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში ასევე დაგეხმარებათ (მკურნალობის კურსის პარალელურად) შემდეგი მეთოდები:

  • დაისვენეთ;
  • მოერიდეთ ალერგენებს;
  • მზეზე ყოფნის შემთხვევაში აუცილებლად ისარგებლეთ მზისგან დამცავი სათვალით;
  • თუ ისეთი საქმიანობა გაქვთ ან ჰობი, რომლის გამოც მაღალია მხედველობის დაზიანების რისკი, გამოიყენეთ თვალის დამცავი შესაბამისი საშუალებები;
  • ხშირად დალიეთ წყალი და მიირთვით თვალისთვის აუცილებელი, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტები;
  • სიმშრალის ან გაღიზიანების შემთხვევაში ჩაიწვეთეთ შესაბამისი სამკურნალო წვეთები.

ბუნდოვანი მხედველობა დროთა განმავლობაში პროგრესირდება შემდეგი პათოლოგიების გამო:

  • რეფრაქციის დარღვევა;
  • მშრალი თვალის სინდრომი;
  • ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია;
  • დიაბეტური რეტინოპათია;
  • გლაუკომა;
  • კატარაქტა;
  • ოპტიკური ნევრიტი;
  • ნაიარევი რქოვანაზე.

წყარო:     

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/24262-blurred-vision