აბდომინალური სიმსუქნე - ცხიმი მუცლის არეში, ღიპი

აბდომინალური სიმსუქნე - ცხიმი მუცლის არეში, ღიპი

რატომ არის განსაკუთრებით საშიში აბდომინალური სიმსუქნე?

აბდომინალური სიმსუქნე ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ჭარბი ცხიმი აქვს მუცლის არეში. ამ ტიპის სიმსუქნისკენ მიდრეკილები არიან ე.წ. ვაშლის ფორმის ტანის მქონე პირები.

თავისთავად, ჭარბი წონა მავნებელია ჯანმრთელობისთვის და არაერთი პათოლოგიის მაპროვოცირებელი ფაქტორია, თუმცა გაცილებით საყურადღებოა ღიპი, რადგან ამ შემთხვევაში ცხიმი გარს ეკვრის ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვან შინაგან ორგანოებს.

აბდომინალური სიმსუქნის გამო მნიშვნელოვნად იზრდება გულ-სისხლძარღვთა და ძუძუს კიბოს განვითარების რისკი.

აბდომინალური სიმსუქნის შემცირების საუკეთესო მეთოდი წონის კლებაა. დიახ, ზუსტად ვერ განსაზღვრავთ იმას თუ სხეულის რომელ არეში შეიცვლება პროპორცია, მაგრამ ექიმის მიერ შერჩეული სწორი რაციონითა და სათანადო ფიზიკური აქტივობის პროგრამით მუცლის ცხიმი დროთა განმავლობაში შემცირდება.

გახსოვდეთ, სწორად დაკლებული (ექიმის რეკომენდაციით) ზედმეტი წონა დადებითად აისახება თქვენი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე და შედეგად რიგი პათოლოგიების რისკიც მინიმუმამდე ქვეითდება.

 

 

წყარო:    

https://www.verywellhealth.com/what-is-abdominal-obesity-3496074