თმა დვრილზე (ძუძუს, მკერდის თავი).
დვრილის გარშემო ამოსულ თმაში უჩვეულო არაფერია და ბევრ ქალს აქვს. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ეს ნორმალურია და ჯანმრთელობის პრობლემის სიმპტომი არ არის.
მოგეხსენებათ, ადამიანის სხეულის ნახევარი თმითაა დაფარული. ზოგიერთ არეში (თმა) თხელია და თითქმის შეუმჩნეველი, თუმცა სხვა მიდამოში შეიძლება გაცილებით სქელი იყოს და ასაკის მატებასთან ერთად გამუქდეს. ზოგჯერ თმა სხეულის ისეთ არეში ამოდის, სადაც ადამიანი არ ელოდება (ყური, ნიკაპი, მკერდის თავი).
გაითვალისწინეთ, დვრილის გარშემო არსებული თმის მოცილება სულაც არ გჭირდებათ, რადგან არ იწვევს რამე ტიპის გართულებას, თუმცა თუ ესთეტიკური თვალსაზრისით დისკომფორტს გიქმნით, ექიმს მიმართეთ და სპეციალისტი შეარჩევს თქვენთვის უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდს. თვითნებურად ნუ შეეცდებით თმის მოცილებას, რადგან დიდია თმის ჩაბრუნებისა და ინფექციის რისკი.
როგორც უკვე მოგახსენეთ, დვრილის თმა საყურადღებო არ არის, თუმცა აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს თუ თმის ზრდა შენიშნეთ სხვა არეშიც და გამოგივლინდათ უჩვეულო სიმპტომები.
დვრილზე თმის ამოსვლის მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ჰორმონული ცვლილებები;
- კაცის ჰორმონების დიდი რაოდენობა (ერთვის შესაბამისი სიმპტომები);
- მედიკამენტის გვერდითი მოვლენა;
- პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი (ერთვის შესაბამისი სიმპტომები);
- კუშინგის სინდრომი (ერთვის შესაბამისი სიმპტომები).
წყარო:
https://www.healthline.com/health/hairy-nipples#causes