ეცვლება, უმუქდება თუ არა ადამიანს თვალის ფერი  სიბრაზის გამო?

ეცვლება, უმუქდება თუ არა ადამიანს თვალის ფერი სიბრაზის გამო?

როგორ ხსნის მეცნიერება ამ ფენომენს?

ზოგიერთი პიროვნება ირწმუნება, რომ ჩხუბის, კამათის დროს განრისხებულ
ადამიანს სიბრაზისას სახის შემზარავი გამომეტყველება ჰქონდა და უფრო მეტიც
თითქოს თვალებში უსიცოცხლო მზერა, სიმუქე დაინახა, თვალის ფერი
გაუშავდა.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში ძლიერი ემოციური
სტრესის შედეგად ზოგიერთი ადამიანის თვალის ფერი იცვლება.
თუმცა სუსტი, ცუდი განათების მქონე ოთახში გაფართოებული გუგები
სავსებით მოსალოდნელია მუქი ფერის ილუზიას ქმნიდეს. იგივე ეფექტი

შეიძლება ჩამოყალიბდეს სისხლის მიმოქცევის სისტემაში ნებისმიერი ტიპის
ცვლილებისას.

თუ ზოგიერთ სამეცნიერო კვლევას დავეყრდნობით, ემოციური ფონი, თუნდაც
სიბრაზე, თვალების იერს ცვლის. თუმცა რამე ტიპის ოფიციალური სამეცნიერო
დასკვნა იმის შესახებ რომ თვალები სიბრაზისას შავდება, არ არსებობს, ეს
საკითხი კვლავაც შესწავლის პროცესშია.

აღსანიშნავია, რომ ემოციამ შესაძლოა გავლენა იქონიოს თვალის ფერადი გარსის
იერსახეზე, თუმცა მას არ შეუძლია მელანინის რაოდენობის შეცვლა. სხეულის
ავტონომიური ნერვული სისტემის რეაქციისას ცვლილებები ჩნდება ემოციურ
დონეზე, რომელიც თავის მხრივ გუგების ზომას, გაფართოებასა თუ შეკუმშვას
აკონტროლებს.

თუ უეცრად, მოულოდნელად შეგეცვალათ თვალის ფერი აუცილებლად გაიარეთ
ექიმის კონსულტაცია.

დიახ, სავსებით შესაძლებელია ძლიერი ემოციური ფონის შედეგად თვალის ფერი
შეიცვალოს, თუმცა ეს დროებითია და ორგანიზმის დამშვიდებისას ყველა
სისტემა ადრინდელ, ფიზიოლოგიურ სტადიას უბრუნდება - მუდმივად
შეცვლილი თვალის ფერი კი ჯანმრთელობის პრობლემის (ინფექცია, ტრავმა და
სხვა) სიმპტომია.

წყარო:
https://selebriti.cloud/en/can-eyes-turn-black-from-anger/