თავის ტკივილი

თავის ტკივილი

თავის ტკივილი გავრცელებული ჩივილია.

ავსტრალიელი ექიმების განცხადებით, სტატისტიკურად, პაციენტთა 15%

ტკივილგამაყუჩებელს იღებს.

თავის ტკივილისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა განსაკუთრებით ხშირია 25-დან 44 წლამდე ასაკის პირებში.

გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე თავის ტკივილის ფორმებიც განსხვავებულია - უმეტესად ყალიბდება ცხოვრების სტილის ფონზე.

თუ თავის ტკივილს ქრონიკულად უჩივით აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და სპეციალისტს შეაფასებინოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რეკომენდებულია დროულად მოხდეს სიმპტომის მიზეზის იდენტიფიცირება.

თავის ტკივილი შესაძლოა იყოს პირველადი და მეორეული. მეორეული თავის ტკივილის მიზეზი ინფექცია, ტრავმა ან სიმსივნეა, ანუ წარმოადგენს ძირითადი დაავადების სიმპტომს.

ტკივილს შესაძლოა გრძნობდეთ:

  •  თავის კანისა და კუნთების არეში;
  •  თავისა და კისრის ნერვის არეში;
  •  არტერიებში;
  •  ყურის, ცხვირისა და ყელის მემბრანებში;
  •  სინუსებში.

თავის ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  •  სტრესი;
  •  კუნთის დაჭიმულობა;
  •  ყბის ან დენტალური პრობლემები;
  •  ინფექცია;
  •  დიეტა;
  •  თვალის პრობლემები;
  •  ჰორმონული ფონი;
  •  მედიკამენტის გვერდითი მოვლენა;
  •  ყურის, ცხვირის, ყელის დაავადებები;
  •  ნერვული სისტემის დაავადებები;
  •  თავის, კისრის ან ხერხემლის ტრავმა;
  •  მაღალი არტერიული წნევა;
  •  სხეულის ცუდი პოზა;
  •  ნაბახუსევი;
  •  ჰაერის ექსტრემალური ტემპერატურა (ძლიერი სიცხე ან სიცივე);
  •  გაუწყლოება;
  •  ხმაური;
  •  არტერიის ანთება;
  •  ართრიტი;
  •  მენინგიტი.

წყარო:
https://www.betterhealth.vic.gov.au/health/conditionsandtreatments/headache