რა არის აქრომატოფსია?
აქრომატოფსია მემკვიდრეობითი მხედველობის დარღვევაა, რომლის გამოც ადამიანს ფერთა დანახვა, გარჩევა, აღქმა უჭირს.
ეს დიაგნოზი ადამიანს დაბადებიდან აქვს - დაავადებას არ ახასიათებს პროგრესირება, სიმპტომები არ მწვავდება დროთა განმავლობაში.
აქრომატოფსიის მქონე პირს ან სრულიად არ შეუძლია ფერის დანახვა, ან გარკვეულ ფერთა გამას ხედავს, ამასთან, აღენიშნება მხედველობის სხვა პრობლემებიც.
მკურნალობის მიზანი სიმპტომების მართვა და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.
აქრომატოფსიის სრული განკურნების მეთოდი ჯერჯერობით უცნობია. იგი გენეტიკური პათოლოგიაა.
ასევე შესაძლოა გაწუხებდეთ შემდეგი სიმპტომები:
- უსინათლო ლაქები (სკოტომა);
- ბუნდოვანი მხედველობა;
- შორსმხედველობა;
- მომატებული მგრძნობელობა კაშკაშა სინათლეზე;
- ახლომხედველობა;
- თვალის სწრაფი მოძრაობა;
- ცუდი მხედველობა.
პათოლოგიის პრევენციის მეთოდი უცნობია. ვინაიდან მემკვიდრული ხასიათისაა მოწოდებულია ჩაიტაროთ გენეტიკური ანალიზი და შეაფასოთ რისკი, იცოდეთ არის თუ არა შანსი შვილს გადაეცეს.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23909-achromatopsia