ძილის 6 სიმპტომი, რომლის იგნორირებაც დაუშვებელია

ძილის 6 სიმპტომი, რომლის იგნორირებაც დაუშვებელია

მშვიდი ძილი აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

თუ ცხოვრებისეული მიზეზების გამო სათანადოდ გამოძინება ვერ შეძელით და ეს დისკომფორტი ძალიან იშვიათად გაწუხებთ, სანერვიულო არაფერია. თუმცა თუ უძილობას ან ძილის რომელიმე დარღვევას ხშირი, თითქმის ქრონიკული ხასიათი აქვს, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.

ძილის 6 სიმპტომი, რომელიც საყურადღებოა:

  • ძილის დროს სუნთქვის დროებითი შეჩერება;
  • უძილობის, ძილის დეფიციტის გამო გაღიზიანებული და დაღლილი ხართ, გიჭირთ ყოველდღიური საქმიანობის შესრულება;
  • ფიზიკურად იღვიძებთ, თუმცა გონებას ჯერ კიდევ სძინავს - დროებით ვერ ახერხებთ მოძრაობას, გაქვთ ჰალუცინაციები;
  • დაძინების ფობია გაქვთ. ამ ფობიის დროს ადამიანს ეშინია რომ თუ დაიძინებს ვეღარ გაიღვიძებს ან ნახავს საშიშ სიზმარს, ან დაკარგავს კონტროლს სხეულზე;
  • დღის განმავლობაში სრულიად უჩვეულო დროს, ადგილას და სიტუაციაში გეძინებათ, რაც საშიშია როგორც თქვენთვის, ისე გარშემომყოფებისთვის. დაუშვებელია ავტომობილის მართვა მაშინ, როდესაც უძილო ხართ;
  • გამუდმებით საშინელ სიზმრებს, კოშმარებს ხედავთ.

     

    წყარო:

    https://www.healthgrades.com/right-care/sleep-disorders/6-sleep-symptoms-never-to-ignore