როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
მჭირდება თუ არა ექიმის კონსულტაცია? ამ შეკითხვაზე პასუხი ბევრ ადამიანს აინტერესებს. ამ ტიპის შეკითხვა განსაკუთრებით აქტუალური ხდება მაშინ, როდესაც პირს გამოუვლინდება სიმპტომი, მაგალითად, ხანგრძლივი ხველა, თუმცა ვერ ხვდება საგანგაშოა თუ არა.
ბევრი ექიმი ფიქრობს, რომ პრაქტიკულად ჯანმრთელმა ადამიანმა, რომელსაც ანამნეზში არ აქვს დაავადება და არც სიმპტომები აწუხებს, წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა გაიაროს შემოწმება, ჩაიტაროს გარკვეული ანალიზები. ამასთან, კლინიკაში მიმართვის მიზეზი მხოლოდ მწვავე სიმპტომები ან რომელიმე შემთხვევა/ინციდენტი არ არის და ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნიშანიც ზოგჯერ სერიოზული დაავადების წინაპირობაა.
გახსოვდეთ, ბევრი დაავადების მართვა და მკურნალობა გაცილებით მარტივია საწყის სტადიაზე, ვიდრე პროგრესირდება.
ექიმს უნდა მიმართოთ შემდეგი სიმპტომების შემთხვევაში:
- გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამწვავდა, დროულად არ ალაგდა, კვლავ გახსენებთ თავს;
- უეცრად შეგეცვალათ კუჭის მოქმედება, მოშარდვის უნარი;
- წონას იკლებთ და მას ვერაფერს უკავშირებთ;
- სიცხე გაქვთ 3 დღეზე მეტხანს;
- სუნთქვის უკმარისობა;
- ტკივილი მენჯის, გულმკერდის, მუცლის არეში;
- შეგეცვალათ გუნება-განწყობილება;
- გამოგივლინდათ სიმპტომები მედიკამენტის მიღების ან რომელიმე სამედიცინო პროცედურის შემდეგ;
- ეჭვობთ ტვინის შერყევაზე;
- კაშკაშა ნათებას ან ლაქებს ხედავთ.
წყარო:
https://www.houstonmethodist.org/blog/articles/2022/feb/10-signs-you-should-see-a-doctor/