შეგრძნება თითქოს თვალში უცხო სხეულია

შეგრძნება თითქოს თვალში უცხო სხეულია

როდის უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს?

როდესაც ადამიანი თვალში უცხო სხეულს გრძნობს, როგორც წესი, ეს წამწამი, მტვერი ან ქვიშაა.

თუმცა ზოგჯერ მსგავსი შეგრძნების მიზეზი თვალის დაავადებებია (რქოვანას დაზიანება, წყლული, თვალის სიმშრალე, ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, ქალაზიონი და სხვა). თავისთავად, ამ თვალის პათოლოგიებს უცხო სხეულის შეგრძნებასთან ერთად შესაბამისი (ინდივიდუალური) სიმპტომებიც ერთვის.

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ გაქვთ შეგრძნება თითქოს თვალში უცხო სხეულია, სრული გამოკვლევისთვის აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

ოფთალმოლოგის კონსულტაცია უნდა გაიაროთ თუ ვერ ხვდებით რა ტიპის უცხო სხეული შეიძლება იყოს დისკომფორტის გამომწვევი მიზეზი.

ექიმს უნდა დაუკავშირდეთ თუ ხელოვნური ცრემლი სათანადოდ ვერ ატენიანებს თვალებს, მკურნალობის კურსმა შედეგი არ გამოიღო.

ინფექციის შემთხვევაში თვალის მდგომარეობა აუცილებლად უნდა შეაფასოს ექიმმა და დაადგინოს საჭიროა თუ არა ანტიბიოტიკოთერაპია.

ექიმთან ვიზიტია რეკომენდებული შემდეგი სიმპტომების დროს:

  • თვალის ტკივილი;
  • მხედველობის დაკარგვა;
  • ძლიერი გამონადენი თვალიდან;
  • კონიუქტივას ნაწიბური;
  • მუდმივი შეგრძნება თითქოს თვალში უცხო სხეულია.

 

 

წყარო:      

https://www.medicalnewstoday.com/articles/feels-like-something-is-in-the-eye#corneal-abrasions