ძლიერი იმუნური სისტემა აუცილებელია მთლიანი სხეულისთვის, ყველა ორგანოსა და სისტემისთვის.
ჯანსაღი იმუნიტეტის ფონზე ორგანიზმი გაცილებით მარტივად ებრძვის ვირუსებს, ცუდ ბაქტერიებს, პარაზიტებს, სხვადასხვა ინფექციას. სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირები გაცილებით ხშირად ავადობენ და გამოჯანმრთელების პროცესი, როგორც წესი, ჭიანურდება.
დიახ, ცხოვრების წესი, ჩვენი ქცევა და გადაწყვეტილებები გარკვეულ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და თავისთავად, რეაგირებს იმუნიტეტიც.
იმუნიტეტისთვის მავნებელია:
- ჭარბი დოზით შაქარი;
- უძილობა;
- არ ისვენებთ სათანადოდ;
- კოფეინს იღებთ გვიან საღამოს ან ღამით;
- რაციონში არ არის რეკომენდებული რაოდენობის ბოჭკო;
- მუდმივი სტრესი;
- ჭარბი დოზა ალკოჰოლი;
- არ ვარჯიშობთ რეგულარულად;
- თავს მარტოსულად გრძნობთ.
წყარო:
https://www.bluezones.com/2022/01/8-things-that-can-weaken-your-immune-system/