რა ითვლება პათოლოგიად მენსტრუაციის დროს?

რა ითვლება პათოლოგიად მენსტრუაციის დროს?

რა არის ნორმა და რა საყურადღებო მდგომარეობა?

ნორმალური მენსტრუალური ციკლი იწყება ყოველ 28 დღეში (პლიუს, მინუს 7 დღე). ანუ თუ თქვენი მენსტრუაცია რეგულარულად ემთხვევა 21-დან 35 დღემდე პერიოდს, ჯანსაღი ციკლი გაქვთ.

ამასთან, ციკლი უნდა გრძელდებოდეს 4-დან 7 დღემდე. თუ ორსულად არ ხართ ან ჩვილს ძუძუთი არ კვებავთ, მენსტრუაცია უნდა გქონდეთ ყოველთვე.

პათოლოგიური ციკლის ნიშანია:

  • ციკლი გაქვთ 21 დღემდე ნაკლებ შუალედში ან ყოველ პერიოდს შორის ხანგრძლივობა 35 დღეზე მეტია;
  • სისხლის რაოდენობა უჩვეულოდ ბევრია ან ცოტა;
  • ციკლი გაქვთ 7 დღეზე მეტხანს;
  • თვეების მიყოლებით არ გქონიათ მენსტრუაცია (3 ან 4 თვე);
  • ციკლის ხანგრძლივობა ყოველ თვეში განსხვავებულია.

მენსტრუაციასთან დაკავშირებული პრობლემების გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:

  • სტრესი;
  • ზედმეტად აქტიური ვარჯიში და დიეტა;
  • პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი;
  • ენდომეტრიოზი;
  • ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები შეცვალეთ, მაგალითად, ერთი მეთოდი მეორეთი ჩაანაცვლეთ;
  • მენოპაუზა.

    წყარო:    

    https://www.newbeginningsobg.com/blog/what-defines-an-abnormal-period