როგორ ამოვიცნოთ სენსორული ინტეგრაციის დარღვევა?
ბავშვებს, რომელთაც აქვთ სენსორული ინტეგრაციის (დამუშავების) დარღვევა, აღენიშნებათ პრობლემები გრძნობასთან, შეგრძნებასთან დაკავშირებით. შეგრძნება მოიცავს: შეხებას, მოძრაობას, გემოს, სუნს, მხედველობას, სმენას.
დიაგნოზის გამო უჭირთ ინფორმაციაზე სწორად რეაგირება.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში, სენსორული ინტეგრაციის დარღვევის დროს, ბავშვებს აქვთ ერთი ან მეტი შეგრძნება, რაც სტიმულაციის/გამღიზიანებლის მიმართ, ან გადაჭარბებული, ან უჩვეულოდ შენელებული რეაქციით გამოიხატება.
ეს დარღვევა იწვევს პრობლემებს განვითარებასა და ქცევის ჩამოყალიბებაში.
სენსორული ინტეგრაციის დარღვევის სიმპტომები შესაძლოა ჰქონდეთ აუტისტური სპექტრის აშლილობის, ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვებს. ეს დარღვევა შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვა მდგომარეობებთანაც, მაგალითად, ნაადრევ მშობიარობასთან, ტვინის ტრავმასთან, სწავლის პრობლემებთან.
სენსორული ინტეგრაციის დარღვევის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია - ზოგიერთი მეცნიერის აზრით, გარკვეულ როლს თამაშობს მემკვიდრული, გენეტიკური ფაქტორი.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- ბავშვი ან ადვილად იღლება, ან მუდმივად მოძრაობაშია;
- არ სურს შეეხოთ;
- უარს ამბობს ზოგიერთ საკვებზე, რადგან არ მოსწონს შეგრძნება, როდესაც ღეჭავს;
- ზედმეტად მგრძნობიარეა სუნზე;
- ზემგრძნობიარეა ზოგიერთ ტანსაცმლის ქსოვილზე;
- არ მოსწონს, როდესაც ხელები ესვრება;
- თავს არაკომფორტულად გრძნობს ზოგიერთი მოძრაობის შესრულებისას;
- ვარჯიშის ან გაბრაზების შემდეგ დამშვიდება უჭირს;
- მეტისმეტად ხტუნავს, ქანაობს, ტრიალებს;
- სხეულის უცნაური პოზა აქვს;
- ხმის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ერთი და იმავე სათამაშოთი ერთნაირი მანერით თამაშობს ან მხოლოდ ტელევიზორსა და ვიდეოებს უყურებს.
წყარო:
https://www.healthlinkbc.ca/health-topics/sensory-processing-disorder