რა არის მენტალური ჯანმრთელობის დარღვევა?
მენტალური ჯანმრთელობა მოიცავს პიროვნების ფსიქოლოგიურ, ემოციურ და სოციალურ კეთილდღეობას - განსაზღვრავს თქვენი აზროვნების, ქცევის, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარებს.
აუცილებელია მენტალური სტაბილურობა, რადგან სწორედ ჯანსაღი ფსიქოლოგიური ფონი გეხმარებათ გაუმკლავდეთ ყოველდღიურ გამოწვევებს, სტრესულ სიტუაციას/გარემოს.
ფსიქოლოგებისთვის ცნობილია 200-ზე მეტი ფსიქოლოგიური დაავადება.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში სიმპტომები უმჯობესდება მკურნალობის შედეგად; მოწოდებულია მედიკამენტური თერაპია, ფსიქოთერაპია, ტვინის სტიმულაციური თერაპია ან სხვა ალტერნატიული მეთოდები.
ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია:
- შფოთვითი აშლილობები;
- ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომი;
- აუტისტური სპექტრის აშლილობა;
- დეპრესია;
- ბიპოლარული აშლილობა;
- კვებითი აშლილობა;
- ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა;
- ანტისოციალური პიროვნული აშლილობა;
- პოსტტრავმული სტრესული აშლილობა;
- შიზოფრენია.
ფსიქიკური აშლილობა ყალიბდება არაერთი მიზეზის შედეგად. მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც გენეტიკური წინასწარგანწყობა, ისე ტვინში მიმდინარე ქიმიური დისბალანსი.
ხელშემწყობი რისკ-ფაქტორებია:
- რაციონი არ შეიცავს ჯანსაღ პროდუქტებს, ადამიანი არ იღებს საჭირო მკვებავ ნივთიერებებს;
- ალკოჰოლი, ნარკოტიკი;
- ვერ გრძნობთ მხარდაჭერას მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან;
- ტრავმული მშობიარობა ან ჩვილი დაიბადა მაღალი რისკის ორსულობის ფონზე;
- ანამნეზში ქრონიკული დაავადებები;
- ფსიქიკური დარღვევებით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
- ანამნეზში ნევროლოგიური დაავადება;
- ძილის პრობლემა;
- ცხოვრებაში ძლიერი სტრესი;
- ტვინის ტრავმული დაზიანება;
- ძალადობის ისტორია ან ტრავმული მოვლენა ცხოვრებაში.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22295-mental-health-disorders