როდესაც ადამიანი კუნთზე კონტროლს კარგავს

როდესაც ადამიანი კუნთზე კონტროლს კარგავს

რა არის ატაქსია?

ატაქსია არის დიაგნოზი, რომლის დროსაც დარღვეულია კუნთის კონტროლის უნარი, რაც მოუქნელი და თვითნებური მოძრაობებით გამოიხატება. ატაქსიის ფონზე შესაძლოა დაქვეითდეს მოძრაობისა და ბალანსის უნარი, პაციენტს გაუჭირდეს ყლაპვა, თვალების მოძრაობა, მეტყველება.

ატაქსია ყალიბდება ტვინის იმ ნაწილის დაზიანების შედეგად, რომელიც აკონტროლებს კუნთების კოორდინაციასა და ერთმანეთთან კავშირს. პათოლოგიური პროცესი შესაძლოა ჩამოყალიბდეს რიგი მდგომარეობების ფონზე, მაგალითად, გამომწვევი მიზეზი ხშირად ხდება ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ინსულტი, სიმსივნე, ტვინის დეგენერაცია, გაფანტული სკლეროზი, გენეტიკური დარღვევები.

მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. ფიზიოთერაპია, მეტყველების თერაპია, რეგულარული აერობიკული ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს - ეფექტურია ორთოპედიული სამარჯვი, ყავარჯნები.

ატაქსია შესაძლოა განვითარდეს დროთა განმავლობაში ან ჩამოყალიბდეს მოულოდნელად.

იგი სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევის ნიშანია და იწვევს:

  • ცუდ კოორდინაციას;
  • მერყევ სიარულს;
  • ცუდ ბალანსს;
  • მეტყველების ცვლილებას;
  • კვებასთან თუ წერასთან დაკავშირებულ პრობლემებს;
  • ნისტაგმს;
  • ყლაპვის გაძნელებას.

მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი სიმპტომები:

  • ბალანსის დაკარგვა;
  • კიდურებში კუნთის კოორდინაციის დაკარგვა;
  • გიჭირთ სიარული;
  • ყლაპავთ ბგერებს საუბრის დროს;
  • ყლაპვის გაძნელება.

     

    წყარო:

    https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/ataxia/symptoms-causes/syc-20355652