რა მეთოდით არის შესაძლებელი კუნთის გამკვრივება/გაძლიერება?
კუნთოვან ძალასა და გამძლეობაზეა დამოკიდებული სათანადოდ მოძრაობის უნარი, ნივთების აწევის შესაძლებლობა.
კუნთის გასამკვრივებლად მოწოდებულია შემდეგი ტიპის ვარჯიშები:
- წონის აწევა;
- სირბილი;
- მთის დალაშქვრა;
- ველოსიპედით სეირნობა;
- ხტუნვა;
- ჩაჯდომები;
- აზიდვები;
- ცურვა.
რა განსხვავებაა კუნთოვან სიძლიერესა და ამტანობას შორის?
კუნთოვანი ძალა განსაზღვრავს იმას თუ რა წონის აწევა შეგიძლიათ, რა ტიპის დატვირთვას გაუმკლავდებით. კუნთოვანი ამტანობა კი განსაზღვრავს იმას თუ კუნთს რამდენად შესწევს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს დატვირთვას და შეიკუმშოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ძლიერი კუნთი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის, მთლიანი სხეულისა და არაერთი სისტემისთვის.
ძლიერი კუნთის დადებითი მხარეა:
- შეგიძლიათ შეასრულოთ სხვადასხვა საქმე და გაიაროთ დიდი მანძილი დაუღლელად, დისკომფორტის გარეშე;
- გაცილებით სწრაფად წვავთ კალორიას, ინარჩუნებთ ჯანსაღ წონას, შესაბამისად, მინიმუმამდე ამცირებთ არაერთი პათოლოგიის რისკს;
- გაქვთ მშვიდი ძილი, დადებითი განწყობა და ენერგია;
- ინარჩუნებთ კარგ პოზას, რაც თავისთავად აგაცილებთ ზურგისა თუ წელის ტკივილს;
- ძლიერი კუნთის მქონე პირებს იშვიათად აღენიშნებათ წაქცევით გამოწვეული ტრავმები, კარგად ინარჩუნებენ სხეულის ბალანსს და არიან გაცილებით მოქნილები.
წყარო:
https://www.healthline.com/health/exercise-fitness/muscular-strength