რა უნდა იცოდეთ რეფლექსის შესახებ?
რეფლექსი ორგანიზმის უნებლიე რეაქციაა სხვადასხვა სტიმულის მიმართ. იგი სხეულს საფრთხისგან იცავს და ინარჩუნებს ჰომეოსტაზს.
რეფლექსი ავტომატური რეაქციაა და ორგანიზმი მაშინ წარმოქმნის, როდესაც კონკრეტულ სტიმულზე რეაგირება სურს. ზოგიერთი რეფლექსი ეკუთვნის კუნთებსა და მოძრაობას, ხოლო ზოგჯერ ჩართულია შინაგან პროცესებშიც.
სომატური რეფლექსი მოიცავს სომატურ ნერვულ სისტემას, რომელიც კანთან, კუნთთან და კიდურის მოძრაობასთანაა დაკავშირებული.
ავტონომიური რეფლექსი მოიცავს ავტონომიურ ნერვულ სისტემას, რომელიც დაკავშირებულია შინაგან პროცესებთან (მაგალითად, მონელება). ავტონომიური რეფლექსის ბევრი ტიპი კომპლექსურად ფუნქციონირებს. ავტონომიურ რეფლექსს კავშირი აქვს ორგანიზმის შინაგან გარემოსთან და რეაგირებს ისეთ ცვლილებებზე როგორიცაა სიცხე, სიცივე, საკვების მიღება, სტრესი და სხვა.
ზედმეტად აქტიური ან სუსტი რეფლექსი პათოლოგიის ნიშანია და ექიმის კონსულტაციას საჭიროებს.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/what-are-reflexes#examples