ყველაფერი, რაც პრედიაბეტის შესახებ უნდა იცოდეთ.
პრედიაბეტი ნიშნავს იმას, რომ სისხლში შაქრის დონე ნორმაზე მაღალია. შაქრის მაჩვენებელი შესაძლოა იმდენად მომატებული არ იყოს რომ დიაბეტი ტიპი ორის დიაგნოზი დაისვას, თუმცა ეს პათოლოგია აუცილებლად ჩამოყალიბდება თუ პაციენტი ცხოვრების წესს არ შეიცვლის.
პრედიაბეტის დროული მართვის შემთხვევაში დიაბეტის პრევენცია და შესაბამისად, პაციენტის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა შესაძლებელი.
პრედიაბეტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა დაავადების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გენეტიკა, ოჯახური ანამნეზი.
პრედიაბეტის რისკ-ფაქტორები ისეთივეა როგორიც ფიქსირდება მეორე ტიპის დიაბეტისას.
კერძოდ, ეს რისკ-ფაქტორებია:
- ჭარბი წონა;
- დიდი ზომის წელი;
- რაციონში წითელი და დამუშავებული ხორცი, შაქრიანი და ტკბილი სასმელები;
- არააქტიური ცხოვრების წესი;
- ასაკი (დიაგნოზი შეიძლება დაისვას ნებისმიერ ასაკში, თუმცა რისკი იზრდება 35 წელს გადაცილებულ პირებში);
- ოჯახურ ანამნეზში დიაბეტი ტიპი 2;
- გესტაციური დიაბეტი;
- პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი;
- ობსტრუქციული ძილის აპნოე;
- თამბაქო;
- მაღალი არტერიული წნევა;
- ორგანიზმში დაქვეითებულია კარგი ქოლესტერინის დონე;
- ჭარბი ტრიგლიცერიდები.
თუ დიაგნოსტირდა პრედიაბეტი
ეს პათოლოგია აზიანებს გულს, სისხლძარღვებსა და თირკმელებს (და მაშინაც კი თუ მეორე ტიპის დიაბეტი პროგრესირებული არ გაქვთ).
პრედიაბეტი სავსებით მოსალოდნელია ჩუმი გულის შეტევის მიზეზი გახდეს.
თავისთავად, პრედიაბეტი შესაძლოა პროგრესირდეს როგორც მეორე ტიპის დიაბეტი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის არაერთი მდგომარეობის რისკს, მაგალითად:
- მაღალი არტერიული წნევა;
- მაღალი ქოლესტეროლი;
- გულის დაავადება;
- ინსულტი;
- თირკმლის დაავადება;
- ნერვის დაზიანება;
- ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება;
- მხედველობის დაკარგვა;
- ამპუტაცია.
ჯანსაღი ცხოვრების წესი პრედიაბეტისგან დაგიცავთ (მაშინაც კი თუ დიაბეტი ოჯახური ანამნეზია და გენეტიკაში ფიქსირდება).
პრევენციისთვის მოწოდებულია:
- ჯანსაღი რაციონი;
- ფიზიკური აქტივობა;
- ჭარბი წონის დაკლება;
- ქოლესტეროლისა და არტერიული წნევის მონიტორინგი;
- თამბაქოზე უარი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/prediabetes/symptoms-causes/syc-20355278