მუცლის ქრონიკული ტკივილი გაქვთ თუ დისკომფორტი გაწუხებთ 3 თვეზე მეტხანს

მუცლის ქრონიკული ტკივილი გაქვთ თუ დისკომფორტი გაწუხებთ 3 თვეზე მეტხანს

რა შეიძლება იყოს მუცლის ქრონიკული ტკივილის მიზეზი?

დიაგნოზი მუცლის ქრონიკული ტკივილია თუ დისკომფორტი გაწუხებთ 3 თვეზე მეტხანს. ტკივილს შესაძლოა უჩიოდეთ მუდმივად ან ქრებოდეს და შემდეგ ისევ ჩნდებოდეს.

გამომწვევი მიზეზებია:

  • ლაქტოზის აუტანლობა;
  • შებერილობა;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • პეპტიკური წყლული;
  • მენოპაუზა და სხვა.

ფუნქციური ქრონიკული მუცლის ტკივილი

ეს არის რეალური, ჭეშმარიტი ტკივილი, რომელიც ვლინდება 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში და პაციენტს უჭირს სპეციფიკურ გამომწვევ მიზეზზე საუბარი, მაგალითად, დისკომფორტი არ უკავშირდება კვებას, კუჭის მოქმედებას, მენსტრუაციას, ტოქსინებსა თუ მედიკამენტს.

ფუნქციური ტკივილი იმდენად მწვავეა, რომ აქვეითებს პიროვნების ცხოვრების ხარისხს. როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მუცლის ქრონიკული ტკივილისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ინდივიდუალურია - სიმპტომატიკა იცვლება თითოეული შეტევის, ეპიზოდის დროსაც კი.

თუმცა გავრცელებული ნიშნებია:

  • გამჭოლი ან ყრუ ტკივილი;
  • მწვავე ტკივილის გამო ოფლიანობთ, ტირით ან წინ იხრებით;
  • ტკივილი, რომელიც გრძელდება რამდენიმე წუთის ან საათის განმავლობაში;
  • ტკივილს შესაძლოა უჩიოდეთ როგორც ჭიპის არეში, ისე მუცლის ნებისმიერ წერტილში;
  • ტკივილი შეიძლება უკავშირდებოდეს ან არ უკავშირდებოდეს კვებას, რაციონს;
  • ტკივილი დღის ნებისმიერ მონაკვეთში ან ღამით;
  • მუცლის ტკივილს თან ახლავს თავის ტკივილი, ღებინება, ტკივილი კიდურებში;
  • არ გაწუხებთ შიმშილის გრძნობა.

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების დროს:

  • მაღალი სიცხე;
  • უმადობა;
  • წონის კლება;
  • ტკივილი გაღვიძებთ;
  • სისხლი შარდში ან განავალში;
  • სიყვითლე;
  • ძლიერი გულისრევა და ღებინება;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • შეშუპება ფეხების ან მუცლის არეში.

 

 

 

წყარო:  

https://weillcornell.org/chronic-abdominal-pain