სახლში კომფორტული და მყუდრო გარემოს შექმნა აუცილებელია, რადგან ხმაური უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ გაღიზიანების მიზეზი შესაძლოა გახდეს საათის წიკწიკის ხმა. და მაინც რატომ გვიქმნის დისკომფორტს?
ზოგიერთ ადამიანს წიკწიკი ახსენებს, რომ დრო სწრაფად გარბის და მისი შენელება არ შეუძლია.
შეიძლება საათის ხმა თქვენთვის მოწყენილობასთან, ერთფეროვნებასთან ასოცირდებოდეს. საათის ისრების ყოველი მოძრაობა შესაძლოა გახსენებდეთ, რომ დღეს დღე მისდევს და კვირიდან კვირამდე არაფერი იცვლება.
თავისთავად, სახლში საათი საჭიროა, თუმცა ნამდვილად არ არის რეკომენდებული საძინებელში. თუ ხმაურის მიმართ მგრძნობელობა მომატებული გაქვთ, საათზე ფიქრი მშვიდ ძილს მარტივად დაგირღვევთ.
გაითვალისწინეთ, ორგანიზმს ბევრი სხვადასხვა რიტმი აქვს, მაგალითად, სუნთქვის, ძილისა და გამოფხიზლების. უმეტეს უჯრედსაც საკუთარი ცირკადული რიტმი აქვს.
გარემო ფაქტორებსა და ხმაურს ამ რიტმზე გავლენის მოხდენა შეუძლია - ცნობილი ფაქტია, რომ მუსიკა არტერიულ წნევას ამცირებს, ხოლო მზის სხივების ნაკლებობის ფონზე ძილის ხარისხი ქვეითდება. იაპონელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის მაგალითად მოყვანაც შეიძლება - კვლევის მიხედვით, საათის წიკწიკს პიროვნების შრომისუნარიანობაზე სერიოზული გავლენა ჰქონდა.
წყარო: