რა არის ჰიპოდონტია?
ჰიპოდონტია არის დიაგნოზი, რომლის დროსაც ადამიანს დაბადებიდან არ აქვს ზოგიერთი კბილი, უფრო მარტივად რომ განვმარტოთ მათი კბილები არასდროს ვითარდება.
როგორც წესი, ამ დიაგნოზის მქონე პირს აკლია ერთიდან 6 კბილამდე (არ ითვლება სიბრძნის კბილი).
ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზი გენეტიკა, მემკვიდრეობითი ფაქტორია - მდგომარეობა ბიოლოგიური მშობლიდან გადაეცემა; ჰიპოდონტიით შეიძლება დაიბადოს ნებისმიერი ჩვილი.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ჰიპოდონტია უვლინდებათ იმ ჩვილებსა და ბავშვებს, რომლებიც ავადობდნენ ზოგიერთი დაავადებით, ინფექციით ან ჩაუტარდათ გარკვეული ტიპის მკურნალობა (ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია) კბილის ჩამოყალიბების ფაზაში.
მკურნალობისთვის მოწოდებულია:
- სტომატოლოგიური ხიდი;
- პროთეზი;
- დენტალური იმპლანტები;
- ორთოდონტია.
თავისთავად, დაკარგული კბილების ფონზე ადამიანს შესაძლოა ხელი შეეშალოს საუბარში, კვების პროცესში. ჰიპოდონტიამ შესაძლებელია გამოიწვიოს ღრძილის დაზიანება, ყბის ძვლის პათოლოგიური ზრდა.
ვინაიდან (კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში) ჰიპოდონტია მემკვიდრეობითია, მისი პრევენცია შეუძლებელია. ასევე გაითვალისწინეთ, მიუხედავად იმისა რომ მშობელს ჰიპოდონტია აქვს, ბავშვი შეიძლება ამ მდგომარეობის გარეშე დაიბადოს, ანუ არ გადავიდეს გენეტიკურად.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24192-hypodontia-missing-teeth