რა არის ემოციური მიჯაჭვულობა?
ემოციური მიჯაჭვულობა ძლიერი კავშირია 2 ადამიანს შორის - ეს პიროვნება შეიძლება იყოს მეგობარი, ოჯახის წევრი ან რომანტიკული პარტნიორი.
თავისთავად, მიჯაჭვულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ურთიერთობაში, კავშირში. დიახ, ემოციური მიჯაჭვულობა შესაძლოა გაჩნდეს ყოველგვარი რომანტიკული ან სექსუალური ლტოლვის, მიზიდულობის გარეშე.
როდესაც ვინმესთან თავს ახლოს გრძნობთ სწორედ ამ დროს ხდება კავშირის დამყარება, იზრდება ურთიერთობის გაღრმავების სურვილი. ეს მიჯაჭვულობა თავს უსაფრთხოდ, კომფორტულად გაგრძნობინებთ, ბედნიერს გხდით.
დიახ, მიჯაჭვულობის ზოგიერთი დონე ჯანსაღი და ნორმალურია, თუმცა ზოგჯერ პათოლოგიურ ფორმად იქცევა.
ემოციური მიჯაჭვულობა არაჯანსაღ სტადიაზეა თუ:
- სხვაზე იმდენად დამოკიდებული გახდით, რომ როგორ ჩინებულადაც არ უნდა შეასრულოთ საქმე მისი ქება გჭირდებათ;
- დაკარგეთ საკუთარი თავის პატივისცემა, აღარ აქცევთ ყურადღებას იმას თუ რას გრძნობთ;
- ისეთი შეგრძნება გეუფლებათ თითქოს მის გარეშე ვერ ძლებთ, არ იცით როგორ იცხოვროთ თუ გვერდით არ გეყოლებათ;
- ურთიერთობაში დაირღვა ბალანსი - ერთი მხარე ყოველთვის მართალია, სრულიად დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, ყოველთვის მას სჭირდება ემოციური მხარდაჭერა და ასე შემდეგ.
წყარო:
https://www.healthline.com/health/mental-health/emotional-attachment