რა არის ნომოფობია?
ნომოფობია თანამედროვე ფობიაა. ამ ფობიის მქონე ადამიანი დამოკიდებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე და აშინებს იმ მომენტის გააზრებაც კი თუ რა მოხდება, როდესაც მოულოდნელად საჭირო ინფორმაციაზე წვდომას დაკარგავს.
უფრო ხშირად ვლინდება ახალგაზრდებსა და თინეიჯერებში.
ნომოფობიის დროს ადამიანს ეშინია იმის, რომ თან არ აქვს მობილური ან ვერ ახერხებს მის გამოყენებას.
ჯერჯერობით სპეციფიკური გამომწვევი მიზეზი უცნობია. მეცნიერთა აზრით, ნომოფობია ყალიბდება არაერთი ფაქტორის ფონზე.
ერთ-ერთი ვერსიით, ნომოფობიის ჩამოყალიბების მიზეზი იზოლაციის შიშია. ბევრი ადამიანისთვის მობილური ახლობლებთან, მეგობრებთან დაკონტაქტების ძირითადი მეთოდია, შესაბამისად, ამ ტიპის ურთიერთობის გაწყვეტისას ზოგიერთ პირს მარტოობის განცდაც კი ეუფლება.
თავისთავად, მობილურის დაკარგვა მღელვარებას იწვევს, რადგან ეს ხელსაწყო ჩვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და საკონტაქტო კავშირებს, სამახსოვრო ფოტოებს ინახავს.
ახასიათებს შემდეგი ემოციური სიმპტომები:
- ნერვიულობა;
- შიში;
- პანიკა;
- შფოთვა;
- გაღიზიანება.
ვლინდება შემდეგი ფიზიკური სიმპტომები:
- მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში;
- სუნთქვის გაძნელება;
- კანკალი;
- ძლიერი ოფლდენა;
- თავბრუსხვევა;
- დიზორიენტაცია;
- აჩქარებული გულისცემა.
წყარო:
https://www.healthline.com/health/anxiety/nomophobia