წებოვანი კანი

წებოვანი კანი

რას ნიშნავს წებოვანი კანი?

ეს ტერმინი გამოხატავს მდგომარეობას, როდესაც ოფლის ფონზე კანი სველ ეფექტს იძენს.

ოფლიანობის მიზეზი შესაძლოა იყოს ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ნერვიულობა - ორივე შემთხვევაში წებოვანი კანის ეფექტი ბუნებრივი ფაქტორების ფონზე ყალიბდება. თუმცა თუ ეს სიმპტომი ხშირად გაწუხებთ და არ უკავშირებთ გარემო ფაქტორებს, სავარაუდოდ, მიზეზი გაცილებით საყურადღებოა, ანუ რეკომენდებულია ადეკვატური დიაგნოსტირება და მკურნალობა.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში წებოვანი კანის მიზეზი, როგორც უკვე მოგახსენეთ, სიცხეა. ოფლდენა ორგანიზმის კომპლექსური, სიცხის რეგულირების სისტემის ნაწილია. წყლის დიდ პროცენტს სწორედ კანი ინახავს - როდესაც სიცხე ოფლის ჯირკვლებს ააქტიურებს, ზედაპირზე დამატენიანებელი ეფექტი გამოიყოფა; შედეგად გადახურებული სხეული გაგრილებას იწყებს და კანზე რჩება სველი ეფექტი.

თუმცა ზოგჯერ ეს მექანიზმი სათანადოდ არ მუშაობს და ადამიანი ოფლიანობს ან აღენიშნება წებოვანი კანი მაშინაც კი, როდესაც არ ცხელა.

მსგავს შემთხვევებში წებოვანი კანის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს შემდეგი დაავადებები:

  • ჰიპერჰიდროზი (ერთვის შესაბამისი სიმპტომები);
  • ალები (მენოპაუზის დროს);
  • სიცხე (სხეულის ტემპერატურა);
  • ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ერთვის შესაბამისი სიმპტომები);
  • გულის შეტევა (ერთვის შესაბამისი სიმპტომები).

 

წყარო:      

https://www.medicalnewstoday.com/articles/322446