რა არის პნევმატურია?
პნევმატურია არ არის დიაგნოზი, არამედ ზოგიერთი დაავადების სიმპტომია.
ეს არის მდგომარეობა, როდესაც შარდში ჰაერის ბუშტებია.
გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს საშარდე გზების ინფექცია, ფისტულა შარდის ბუშტსა და მსხვილ ნაწლავს შორის. ძალიან იშვიათად, ღრმა წყალში მცურავ მყვინთავებსაც აღენიშნებათ. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში პნევმატურია კრონის დაავადების ნიშანია.
პნევმატურია გაქვთ თუ გრძნობთ, რომ შარდის დინებას ხელს უშლის აირი ან ერთგვარი ბუშტები. ამასთან, შენიშნავთ, რომ შარდი სავსეა პაწაწინა ჰაერის ბუშტუკებით.
პნევმატურიასთან ერთად მოსალოდნელია გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
- წვის შეგრძნება შარდვის დროს;
- გიჭირთ მოშარდვა;
- გაქვთ შეგრძნება თითქოს გამუდმებით საპირფარეშოთი სარგებლობას საჭიროებთ;
- შარდმა ფერი შეიცვალა.
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. მაგალითად, საშარდე გზების ინფექციის დიაგნოზის დროს მოწოდებულია ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო ფისტულას დროს ინიშნება ლაპაროსკოპიული ოპერაცია.
წყარო: