თირკმლის უკმარისობა - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

თირკმლის უკმარისობა - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

რა არის თირკმლის უკმარისობა და რა იწვევს დაავადებას?

ეს არის მდგომარეობა, როდესაც თირკმელი სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს. გამომწვევი მიზეზი არაერთია, მაგალითად: დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, თირკმლის მწვავე დაზიანება და სხვა.

ჩივილებიდან გამომდინარე ექიმი დანიშნავს რამდენიმე ტესტს თირკმლის ფუნქციის შემოწმების მიზნით.

თუ ექიმი ეჭვს მიიტანს თირკმლის უკმარისობის რისკზე, მოითხოვს შემდეგ კვლევებს:

  • სისხლის ანალიზი;
  • შარდის ანალიზი;
  • თირკმლის ულტრაბგერა, კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

ქრონიკული დაავადებების მკურნალობის შედეგად შენელდება თირკმლის დაავადების პროგრესირების დონე.

თუ ორგანო თანდათან დაკარგავს ფუნქციონირების უნარს, ექიმი სხვადასხვა მეთოდს გამოიყენებს თირკმლის ფუნქციის შესანარჩუნებლად. მსგავს კლინიკურ შემთხვევებში მოწოდებულია:

  • რეგულარული სისხლის ანალიზი;
  • არტერიული წნევის შემოწმება;
  • შესაბამისი მედიკამენტები.

თირკმლის უკმარისობის დადასტურებისას გამოიყენება მკურნალობის 2 მეთოდი:

  • დიალიზი;
  • თირკმლის ტრანსპლანტაცია.

პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს ექიმის რეკომენდაცია, რადგან თუ არ განხორციელდება დიალიზი ან თირკმლის გადანერგვა, არანამკურნალებელ შემთხვევაში თირკმლის უკმარისობა მოსალოდნელია ფატალურად დასრულდეს.

 

 

 

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17689-kidney-failure