ხშირ შემთხვევაში კაცს გაცილებით სწრაფად უყვარდება.
მეცნიერებმა ერთ-ერთი კვლევისთვის კოლეჯის 170 სტუდენტი გამოკითხეს - მონაწილე მამაკაცების უმეტესობამ აღიარა, რომ ურთიერთობაში პირველს მას გაუჩნდა გრძნობა და პარტნიორს სიყვარულში ურთიერთობის საწყის ეტაპზევე გამოუტყდა.
შეიძლება გაგიკვირდეთ, თუმცა ფაქტია, მამაკაცებს უფრო ხშირად სჯერათ ერთი ნახვით შეყვარების თეორიის. სასიყვარულო თემაზე მომუშავე კვლევის ავტორებიც ადასტურებენ, რომ ქალებზე მეტად „უიმედო რომანტიკოსები“ სწორედ მამაკაცები არიან.
როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, აი, ეს ცვლილებები მიმდინარეობს კაცის ორგანიზმში:
- ემატება ეიფორია, ენერგიულობა, თავდაჯერებულობა, სიხარული;
- ელოდება პარტნიორის პასუხს. შეყვარებული მამაკაცი ცდილობს გაგაცინოთ, გაჩვენოთ თუ როგორი მხიარულია, სურს ბედნიერს გხედავდეთ;
- უყვარდებათ თვალებით, დიახ, პირველი ეფექტი ვიზუალია;
- „რთულად ხელმისაწვდომის იმიჯი“ პოპულარულია რომანტიკურ ფილმებსა და ლიტერატურაში, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის არ ამართლებს. პოტენციურად მეტი შანსი აქვთ მათ, ვინც მამაკაცის მიმართ საპასუხო გრძნობას გამოხატავს და ინტერესს ავლენს. დიახ, მცირე დროით გარკვეული თამაში და სტრატეგია კაცის ინტერესს აღძრავს, თუმცა თუ მუდმივად დისტანციას დაიჭერთ, სიყვარულის ძებნას სხვაგან დაიწყებს;
- სიყვარულის გამო მზად არის უკეთესი ადამიანი გახდეს;
- კომუნიკაციას ცდილობს, ინტერესდება ყველა წვრილმანით.
წყარო:
https://www.regain.us/advice/love/how-men-fall-in-love-knowing-how-to-read-your-significant-other/