მთის დაავადება

მთის დაავადება

რა არის მთის დაავადება?

მთის დაავადება შესაძლოა ჩამოუყალიბდეთ მთამსვლელებს, მოთხილამურეებს, მოლაშქრეებსა და იმ ნებისმიერ თავგადასავლის მაძიებელს, რომელსაც მთაში, დიდ სიმაღლეზე მოგზაურობა იზიდავს.

როგორც წესი, ჩნდება ზღვის დონიდან 2 400 მეტრზე.

მოგეხსენებათ, რაც უფრო მაღლა ადის ადამიანი ჟანგბადის დონე მცირდება - თავისთავად, დიდ როლს თამაშობს პიროვნების ფიზიკური ძალისხმევის დონეც.

მსუბუქი ფორმის დროს მთის დაავადების სიმპტომებია:

  • თავბრუსხვევა;
  • თავის ტკივილი;
  • კუნთის ტკივილი;
  • უძილობა;
  • გულისრევა და ღებინება;
  • გაღიზიანება;
  • უმადობა;
  • ხელების, ფეხების, სახის ოფლიანობა;
  • აჩქარებული გულისცემა;
  • სუნთქვის უკმარისობა.

მწვავე მიმდინარეობის დროს, რასაკვირველია, მთის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გაცილებით ინტენსიური, მძიმეა და გავლენას ახდენს გულზე, ფილტვებზე, კუნთსა და ნერვულ სისტემაზე. მაგალითად, ტვინის შეშუპების შედეგად ვლინდება დაბნეულობა, ხოლო ფილტვში ჩამდგარი სითხის ფონზე სუნთქვის უკმარისობა.

მწვავე მთის დაავადების ნიშნებია:

  • ხველება;
  • მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში;
  • ფერმკრთალობა და კანის ფერის ცვლილება;
  • ადამიანს უჭირს ბალანსის შენარჩუნება და ვეღარ ახერხებს მოძრაობას;
  • სოციალური დისტანცია.

მწვავე სიმპტომების გამოვლენისთანავე გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება. დაავადების მართვა გაცილებით მარტივია საწყის ეტაპზე, ვიდრე პროგრესირდება.

მთის დაავადების რისკი მაღალია იმ ადამიანებში, რომლებიც ცხოვრობენ ზღვასთან ახლოს და რომელთა ორგანიზმიც შეუჩვეველია მაღალმთიან რეგიონს.

სხვა რისკ-ფაქტორებია:

  • მთის მწვერვალისკენ სწრაფად მიემართებით;
  • მოგზაურობთ ექსტრემალურად მაღალ ზონაში;
  • ანამნეზში ანემია;
  • ანამნეზში გულის ან ფილტვის დაავადება;
  • სვამთ მედიკამენტს, რომელიც ამცირებს სუნთქვის დონეს;
  • წარსულში უკვე გამოგივლინდათ მთის დაავადებისთვის დამახასიათებელი დისკომფორტი.

მთის დაავადების მკურნალობის კურსი დამოკიდებულია პათოლოგიის სიმწვავეზე.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას თავიდან აირიდებთ თუ დაბრუნდებით დაბალ სიმაღლეზე.

ტვინის შეშუპების ან ფილტვში სითხის დროს აუცილებელია მოგზაურის ჰოსპიტალიზირება.

თუ ექიმმა შენიშნა რომ გიჭირთ სუნთქვა, მოგაწვდით ხელოვნური სუნთქვის აპარატს.

სიმპტომებიდან გამომდინარე შესაძლოა დაინიშნოს ტკივილგამაყუჩებელი, წნევის დამწევი, ფილტვის ინჰალატორი და სხვა სიმპტომების შესამსუბუქებელი შესაბამისი მედიკამენტი.

 

 

 

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/acute-mountain-sickness