რას გვიჩვენებს შარდის ანალიზი?

რას გვიჩვენებს შარდის ანალიზი?

შარდი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს.

თირკმელი შარდს წარმოქმნის იმ მიზნით, რომ ორგანიზმიდან ნარჩენი მასალა, ზედმეტი სითხე და ნივთიერება განდევნოს.

შარდის ანალიზი მოიცავს შარდის კონცენტრაციის, შემცველობის შემოწმებას.

ამ ანალიზით შესაძლებელია საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტირება. შარდის ანალიზი გამოავლენს ისეთი სიმპტომების გამომწვევ მიზეზებს როგორიცაა: მუცლის ან ზურგის ქრონიკული ტკივილი, ტკივილი მოშარდვისას, ხშირი შარდვა, სისხლი შარდში.

შარდის ანალიზით შესაძლებელია დიაგნოსტირდეს შემდეგი პათოლოგიები:

  • დიაბეტი ან პრედიაბეტი;
  • თირკმლის ქრონიკული დაავადება;
  • თირკმლის ან შარდის ბუშტის კენჭები;
  • თირკმლის ან შარდის ბუშტის კიბო;
  • ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია;
  • საშარდე გზების დარღვევები;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
  • ღვიძლის ან ნაღვლის სადინრის დაზიანება.

 

 

წყარო:          

https://www.americanriverurgentcare.com/blog/what-a-urine-test-can-and-cant-reveal-about-your-health