მერყევი სიარულის მანერა - ატაქსიური სიარული

მერყევი სიარულის მანერა - ატაქსიური სიარული

რას ნიშნავს მერყევი სიარულის მანერა?

ამ ტერმინით განიმარტება სიარულის მანერა, რომელიც არასტაბილურია და თუ დროულად არ უმკურნალებთ, ტრავმის მიზეზი გახდება.

გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ქრონიკული ან დროებითი.

მერყევი სიარულის ფონზე იზრდება წაქცევის, შესაბამისად, მოტეხილობისა თუ სხვა ტიპის ტრავმული დაზიანების რისკი.

მერყევ სიარულს ექიმები ატაქსიურ სიარულს უწოდებენ და ეს ტერმინი გულისხმობს, რომ პაციენტის სიარულის მანერა პათოლოგიური, არაკორდინირებული და არასტაბილურია.

ამ ტიპის სიარულის მანერას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

  • მოძრაობის დროს თავბრუსხვევა;
  • მერყევი მანერა;
  • პაციენტს უჭირს ბალანსის შენარჩუნება;
  • ფეხის თრევა.

გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ფსიქიატრიული მდგომარეობები;
  • კარდიოვასკულარული დაავადებები;
  • ინფექციური და მეტაბოლური დარღვევები;
  • ძვალკუნთოვანი პათოლოგიები;
  • ნევროლოგიური დაავადებები;
  • სენსორული პათოლოგიები;
  • ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი.

მიმართეთ ექიმს თუ წარსულში ამ მიზეზის გამო წაიქეცით ან გაქვთ შეგრძნება, რომ მერყევი სიარულის ფონზე წონასწორობის შენარჩუნება გაგიჭირდებათ.

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ მერყევი სიარულის მანერა ჩამოყალიბდა მოულოდნელად და თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:

  • წაიქეცით და მიიღეთ ტრავმა;
  • გიჭირთ გამართულად საუბარი;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • თავბრუსხვევა;
  • სახის ერთი მხარე ჩამოგეკიდათ;
  • გიჭირთ შარდისა და კუჭის მოქმედების გაკონტროლება;
  • უცნაური სიარულის მანერა გამოვლინდა თავის ტრავმის შედეგად;
  • მწვავე, ფეთქვადი თავის ტკივილი;
  • დაბნეულობა;
  • უეცარი დაბუჟება სხეულის ერთ არეში.

მკურნალობის კურსი დამოკიდებულია მერყევი სიარულის მანერის გამომწვევ მიზეზზე.

 

წყარო:  

https://www.healthline.com/health/unsteady-gait