რა უნდა იცოდეთ დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ?
სიმპტომებიდან გამომდინარე, თითქმის ყოველთვის, ექიმები ეჭვს მიიტანენ ხოლმე დემენციაზე, თუმცა ვასკულარული დემენციის დიაგნოსტირების რამე სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს. თუ სამედიცინო ისტორიაში არ იკვეთება გულისა და სისხლძარღვების პრობლემა, ინიშნება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები.
მაგალითად, ექიმი მოითხოვს სისხლში შაქრის დონისა და ქოლესტეროლის განმსაზღვრელ ტესტს, გადაამოწმებს არტერიული წნევის მაჩვენებელი ნორმაშია თუ არა.
სავსებით მოსალოდნელია მეხსიერების დაკარგვის მიზეზი იყოს ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტი ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, შესაბამისად, ამ პათოლოგიების დიაგნოსტირებისა თუ გამორიცხვის მიზნით, ინიშნება შესაბამისი ანალიზი.
აუცილებელია ნევროლოგიური სტატუსის დადგენა და შემდეგი ფუნქციების ტესტი:
- რეფლექსი;
- კუნთის ტონუსი და სიძლიერე;
- ბალანსი და კოორდინაცია;
- მგრძნობელობა შეხებაზე;
- მხედველობა;
- აქვს თუ არა პაციენტს უნარი და რამდენად ადეკვატურად ახერხებს წამოდგეს სკამიდან და ოთახში გაიაროს.
დიაგნოსტირებისთვის ასევე მოწოდებულია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია.
დიაგნოსტირების კიდევ ერთი მეთოდი ნევროლოგიური ტესტია, რომელიც შეაფასებს რამდენიმე უნარს, კერძოდ:
- როგორ საუბრობს, წერს, ახერხებს თუ არა რიცხვებთან მუშაობას;
- შეუძლია თუ არა ახალი ინფორმაციის შესწავლა და დამახსოვრება;
- გეგმის შედგენა და საკითხის გადაჭრა;
- მოცემულ სიტუაციაზე ადეკვატური რეაქცია.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მკურნალობის მიზანია ვასკულარული დემენციის გამომწვევი/ხელშემწყობი პათოლოგიების მართვა და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
სიმპტომებიდან გამომდინარე ინიშნება შესაბამისი მედიკამენტური თერაპია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/vascular-dementia/diagnosis-treatment/drc-20378798