ხელების ოფლიანობა

ხელების ოფლიანობა

ხშირად გიოფლიანდებათ ხელები და გაინტერესებთ რატომ?

ისევე როგორც სხეულის სხვა უბანს, ხელსაც აქვს საოფლე ჯირკვლები, რომელიც რეაგირებს ემოციური თუ გარემო ფაქტორების, ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ.

დღის განმავლობაში ყველაზე აქტიური ხელებია - ხშირად ვიყენებთ როგორც სახლში, ისე სამსახურში სხვადასხვა ტიპის აქტივობის დროს, საუბრისას. თავისთავად, ზოგიერთ ადამიანს ზედა კიდურებში წარმოქმნილი ოფლი შესაძლოა უხერხულობას უქმნიდეს.

ეს სიმპტომი ვლინდება უშუალოდ ხელშემწყობი ფაქტორის ფონზე და შემდეგ ქრება, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ქრონიკული სახე აქვს. ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია, შესაბამისად, განსხვავებულია კანისა და საოფლე ჯირკვლების რეაქციაც.

ხელების ოფლიანობის გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:

  • ნერვიულობა, შფოთვა, სტრესულ სიტუაციაში ყოფნა;
  • ცხელი ამინდი ან ოთახში ჰაერის მაღალი ტემპერატურა;
  • ზოგიერთი საკვები და სასმელი (ხახვი, ნიორი, კოფეინი, ცხარე კერძები, ალკოჰოლი);
  • თამბაქო;
  • ჰორმონული დისბალანსი;
  • დიაგნოზი ხელისგულის ჰიპერჰიდროზია თუ ოფლიანობა ჩნდება აშკარა, ცხადი მიზეზის გარეშე.

 

წყარო:  

https://www.nivea.com.au/advice/skin/what-causes-sweaty-hands