რა არის მეტაბოლური სინდრომი?

რა არის მეტაბოლური სინდრომი?

მეტაბოლური სინდრომის გამო იზრდება გულის დაავადების, ინსულტისა და დიაბეტი ტიპი ორის განვითარების რისკი.

მეტაბოლური სინდრომი ორგანიზმში აღმოცენებულ იმ ცვლილებათა ერთობლიობაა, რომელიც ნივთიერებათა ცვლის ღრმა დარღვევებს იწვევს.

სინდრომის დროს პაციენტი შეიძლება უჩიოდეს მაღალ არტერიულ წნევას, სისხლში შაქრის დონის აწევას, ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის მაღალ მაჩვენებელს.

როგორც წესი, მეტაბოლური სინდრომის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი წელის გარშემო დიდი რაოდენობით ცხიმის დაგროვებაა. რასაკვირველია, ეს სიმპტომები ყოველთვის არ მიუთითებს მეტაბოლურ სინდრომზე და სავსებით შესაძლებელია სხვა, არანაკლებ სახიფათო დაავადების მანიშნებელი იყოს. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია ექიმთან დროული კონსულტაცია.

მედიკოსები განმარტავენ, რომ მეტაბოლური სინდრომი დაკავშირებულია სიმსუქნესთან, ჭარბ წონასა და არააქტიური ცხოვრების წესთან. ასევე გასათვალისწინებელია ინსულინრეზისტენტობის ფაქტორი.

მეტაბოლური სინდრომის პრევენციის ყველაზე ეფექტური მეთოდი ჯანსაღი ცხოვრების წესია (ფიზიკური აქტივობა მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი კვების რაციონი, მარილისა და მავნე ცხიმის შეზღუდვა, ჯანსაღი წონა, თამბაქოზე უარი).  

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/metabolic-syndrome/symptoms-causes/syc-20351916