გაციების სიმპტომები

გაციების სიმპტომები

რა ტიპის ჩივილი აქვს ადამიანს გაციების დროს?

გაციება ცხვირის, სინუსების, ყელისა და სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციაა - ვრცელდება მაშინ, როდესაც ადამიანი ინფიცირებულის ნაზალურ სეკრეტს ეხება. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ინფექცია მარტივად ვრცელდება სახლში, საკლასო ოთახში, სამუშაო სივრცეში.

 

პრევენციისთვის მოწოდებულია პირად ჰიგიენაზე ზრუნვა, მაქსიმალურად მოერიდეთ ინფიცირებულ პირთან პირდაპირ კონტაქტს, ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით, ნუ შეეხებით თითებით სახეს, გაწმინდეთ საგნების ზედაპირი, გაიძლიერეთ იმუნიტეტი.

 

გაციების სიმპტომები ვლინდება სტადიების შესაბამისად, მაგალითად, გამოიხატება ადრეული, აქტიური და გვიანი ფორმით.

 

ადრეული სტადიის სიმპტომებია:

 

  • ცემინება;
  • სურდო; 
  • ცხვირის გაჭედვა; 
  • ხველება;
  • ახლეჩილი ხმა.

აქტიური ფაზის ნიშნებია:

 

  • სხეულის ტკივილი; 
  • თავის ტკივილი; 
  • ცრემლდენა; 
  • ცხვირიდან გამონადენი; 
  • დაღლილობა;
  • სიცხე.

 

გვიანი, ბოლო სტადია

 

ამ სტადიაზე სიმპტომები ალაგებას იწყებს, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ზოგიერთი ნიშანი კვლავ შეიძლება გაწუხებდეთ. მაგალითად, ამ სტადიაზე ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება ხველა - ხველება შესაძლოა დაგრჩეთ რესპირატორული ინფექციიდან 2 თვის განმავლობაშიც კი.

 

თუ სიმპტომები გამწვავდება ან სიცხე ხელახლა გამოვლინდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. მსგავს კლინიკურ შემთხვევებში ხშირად ფიქსირდება გართულება და შესაძლოა გამოვლინდეს სხვა ტიპის ინფექცია, ბრონქიტი, სინუსიტი ან ფილტვების ანთება.

 

 

წყარო:    

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/12342-common-cold