რა არის თირკმლის უკმარისობა?
ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ თქვენმა ერთმა ან ორივე თირკმელმა დაკარგა ფუნქციონირების უნარი.
გამომწვევი მიზეზი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და თირკმლის მწვავე დაზიანებაა.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დროებითია და სწრაფად პროგრესირებს (მწვავე), ხოლო ზოგჯერ ქრონიკული სახე აქვს, შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობა დროთა განმავლობაში მძიმდება.
თირკმლის უკმარისობა თირკმლის დაავადების ყველაზე მწვავე სტადიაა. აუცილებელია მკურნალობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტი დაიღუპება. მკურნალობისთვის მოწოდებულია დიალიზი ან თირკმლის ტრანსპლანტაცია.
პათოლოგიისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა განსაკუთრებული რისკ-ფაქტორებია:
- დიაბეტი;
- მაღალი არტერიული წნევა;
- გულის დაავადება;
- თირკმლის დაავადებით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
- თირკმლის პათოლოგიური სტრუქტურა;
- ასაკი (60 წელს ზემოთ);
- ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყენებდით ტკივილგამაყუჩებლებს.
აღსანიშნავია, რომ თირკმლის დაავადების ადრეულ სტადიაზე ბევრ ადამიანს არაფერი აწუხებს ან ძალიან მსუბუქი სიმპტომები აქვს.
დამახასიათებელია:
- ძლიერი დაღლილობა;
- გულისრევა და ღებინება;
- დაქვეითებულია კონცენტრაციის უნარი, ფიქსირდება დაბნეულობა;
- შეშუპება;
- კუნთის სპაზმი;
- მშრალი კანი, კანის ქავილი;
- უმადობა;
- საკვებს აქვს მეტალის გემო;
- ხშირი შარდვა.