როდის არის სურდო საშიში - თუ ეს მდგომარეობა გეცნობათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს

როდის არის სურდო საშიში - თუ ეს მდგომარეობა გეცნობათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს

ცხვირიდან გამონადენი გავრცელებული სიმპტომია.

სურდო (რინორეა, ცხვირიდან გამონადენი) ჩნდება ალერგიისა და ვირუსული ინფექციის გამო.

 

როგორც წესი, სურდო თავისთავად ქრება, თუმცა მკურნალობის კურსით სიმპტომის მართვა გაცილებით მარტივია და ზოგადი მდგომარეობაც შედარებით სწრაფად უმჯობესდება.

 

სიმპტომის ალაგებას გარკვეული დრო სჭირდება - არ არსებობს მეთოდი, რომელიც მაშინვე გაგიქრობთ ცხვირიდან გამონადენს. ვირუსული ინფექციის დროს ცხვირიდან გამონადენი გრძელდება 10-14 დღის განმავლობაში, ხოლო ალერგიული ფონის დროს მანამ ვიდრე ალერგენთან კონტაქტი გაქვთ.

 

სურდოსთან ერთად სავსებით მოსალოდნელია გაწუხებდეთ შემდეგი სიმპტომები:

 

  •  ცხვირის გაჭედვა;
  •  ცრემლდენა ან ქავილი თვალის არეში;
  •  ცემინება.

 

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დიაგნოზი ქრონიკული სურდოა.

ერთი შეხედვით უწყინარი სიმპტომი, რომელიც მხოლოდ დისკომფორტს იწვევს, ზოგჯერ იმდენად მწვავდება ექიმის ჩართვა ხდება საჭირო.

 

მიმართეთ ექიმს თუ:

 

  • სურდო გაწუხებთ 3 კვირაზე მეტხანს ან ამ სიმპტომს თან ახლავს სიცხე;
  • გამონადენს აქვს უსიამოვნო სუნი;
  • გამონადენში შენიშნეთ სისხლი;
  • გამონადენი გაქვთ მხოლოდ ერთი ნესტოდან;
  • გიჭირთ სუნთქვა;
  • შეშუპება შუბლის, თვალების, ცხვირის ან ლოყების არეში;
  • ბუნდოვანი მხედველობა;
  • ცხვირიდან გამონადენი დაგეწყოთ თავის ტრავმის შემდეგ.

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/17660-runny-nose