ჩაიხედეთ სარკეში და შეამოწმეთ ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა.
ფერის შეცვლის მიზეზი შესაძლოა იყოს ზოგიერთი პროდუქტი და ზოგჯერ სერიოზული დაავადებაც კი.
განვიხილოთ დეტალურად:
- მოვარდისფრო, წითელი - ჯანმრთელი;
- კაშკაშა წითელი - სიცხის სინდრომი, ინფექცია (ერთვის სხვა სიმპტომებიც);
- მოლურჯო-მოწითალო - სიცივის სინდრომი;
- ფერმკრთალი - სისხლის დეფიციტი;
- იისფერი - სისხლის შეგუბება;
- ლურჯი - სისხლში ჟანგბადის დონე დაბალია;
- თეთრი - ანემია ან დაქვეითებულია სისხლის წითელი უჯრედები;
- ლაქები ტუჩზე - ჩნდება მზის გამო (როცა დიდ დროს ატარებთ მზის გულზე) ან იმ დარღვევის შედეგად, რომელიც გავლენას ახდენს სისხლში რკინის დონეზე;
- შავი - თამბაქო, ტრავმა, პირის ღრუს სიმშრალე, ღრმულები პირის ღრუში.
რატომ იცვლის ტუჩი ფერს?
კანი შედგება ბევრი ფენა უჯრედისგან, თუმცა ტუჩის ამომფენი მხოლოდ 3 ან 5 შრეს მოიცავს, შედეგად ტუჩი გაცილებით თხელია და შიდა სისხლძარღვებიც მეტად თვალსაჩინო.
ტუჩმა ფერი შეიძლება შეიცვალოს როგორც სრულიად უწყინარი მიზეზით, ისე გაცილებით მწვავე დაავადების გამო.
წყარო:
https://www.allthingshealth.com/en-us/general-health/energy-and-immunity/lip-color/