სიმძიმის შეგრძნება კიდურებში - დისკომფორტის შემსუბუქების მეთოდები (სახლის პირობებში)

სიმძიმის შეგრძნება კიდურებში - დისკომფორტის შემსუბუქების მეთოდები (სახლის პირობებში)

ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება გავრცელებული ჩივილია.

ამ დროს ადამიანს აქვს შეგრძნება თითქოს ფეხებში მძიმე წონა აქვს მიბმული.

ფეხებშისიმძიმისშეგრძნებასგანმარტავენშემდეგისიტყვებით:

  • დაღლილობა;
  • სპაზმი;
  • გაშეშება;
  • ტკივილი;
  • სისუსტე.

ვიზუალურად შესაძლოა გამოხატული იყოს:

  • შეშუპება;
  • ფერმკრთალი ან მოლურჯო კანი;
  • წყლული, რომელიც ნელა ხორცდება;
  • ვენა ამობურცულია.

რისკ-ჯგუფი:

  • ქალებს გაცილებით ხშირად აწუხებთ;
  • ხანდაზმულები;
  • ჭარბწონიანები;
  • მწეველები;
  • არააქტიური ცხოვრების წესი;
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა.

როდის მივმართოთ ექიმს?

ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია ეს დისკომფორტი. თუმცა თუ ამ სიმპტომს ქრონიკული სახე აქვს და ხელს გიშლით ყოველდღიური ცხოვრების რიტმში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

სიმპტომის მართვა, მკურნალობა სახლის პირობებში:

  • უარი უნდა თქვათ თამბაქოზე;
  • სიმსუქნის შემთხვევაში დაიკელით ზედმეტი კილო;
  • რამდენიმე დღე დაისვენეთ, უარი თქვით ინტენსიურ ვარჯიშზე;
  • ფეხები მაღლა ასწიეთ;
  • არ ჩაიცვათ მოუხერხებელი ფეხსაცმელი და ტანზე მჭიდროდ მომდგარი სამოსი;
  • შეიძინეთ კომპრესიული წინდები;
  • ისეირნეთ.

 

 

წყარო:       

https://www.healthline.com/health/heavy-legs#home-remedies