გაციება მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
დღეისათვის ცნობილია 200 სახის ვირუსი, რომელიც გაციების სიმპტომებს განაპირობებს, თუმცა კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ყალიბდება რინოვირუსის შედეგად.
ზოგჯერ მდგომარეობა გაცილებით მწვავეა და საქმე გვაქვს არა მხოლოდ უბრალო გაციებასთან. თუ ბავშვს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, რადგან აღნიშნული სიმპტომატიკა გაციებაზე სერიოზულ პათოლოგიაზე მიგვანიშნებს.
საყურადღებო სიმპტომებია:
- სიცხე აქვს 2 თვის ან გაცილებით პატარა ასაკის ჩვილს;
- სუნთქვის გაძნელება;
- ხრიალი;
- ყოველი ამოსუნთქვისას შესამჩნევია ნეკნები;
- ლურჯი ტუჩები;
- დეჰიდრატაცია;
- ყურის ტკივილი;
- ძილიანობა;
- ხველა გრძელდება 3 კვირაზე მეტხანს;
- ატყობთ, რომ პატარას ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამძიმდა, უფრო სუსტდება.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/12342-common-cold