სიფილისი

სიფილისი

რა სიმპტომები ახასიათებს სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციას?

რა არის სიფილისი?

სიფილისი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელიც იკურნება ანტიბიოტიკოთერაპიით. აუცილებელია ინფექციის მართვა, რადგან არანამკურნალებელ შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება გულის, ტვინის, კუნთების, ძვლის, თვალების დაზიანების რისკი.

პრევენციისთვის აუცილებელია გქონდეთ უსაფრთხო ინტიმური კავშირი.

ვრცელდება ინფექციის მქონე პირთან როგორც ვაგინალური, ისე ორალური თუ ანალური სექსით. გამომწვევი მიზეზია ბაქტერია.

სიმპტომები

სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია ინფექციის სტადიაზე.

განსაკუთრებით გადამდები ხართ ადრეულ სტადიაზე, როდესაც ვერ ამჩნევთ სიმპტომებს.

პირველ სტადიაზე სასქესო ორგანოზე ერთი ან რამდენიმე წყლული ჩნდება.

მეორე სტადიაზე შენიშნავთ გამონაყარსა და გრიპის მსგავს სიმპტომებს (დაღლილობა, სიცხე, კუნთის ტკივილი, ყელის ტკივილი).

მეორე სტადიის შემდეგ სიფილისის სიმპტომები იმალება (ფარული სტადია). სიმპტომები არ გაწუხებთ, თუმცა ინფექცია არსად გამქრალა, სიფილისი კვლავ თქვენს ორგანიზმშია და მანამდე იქნება ვიდრე შესაბამისი ანტიბიოტიკით მკურნალობას არ დაიწყებთ.

იშვიათად, თუმცა სიფილისი კოცნითაც გადადის, ანუ როცა პირდაპირი კონტაქტი გაქვთ სიფილისის წყლულთან.

ეს ინფექცია პრობლემებს იწვევს ორსულობაშიც - თუ ორსულს სიფილისი აქვს და არ იმკურნალებს, ჩვილიც დაინფიცირდება.

 

 

 

წყარო:       

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/4622-syphilis