რა არის ვასკულარული დემენცია.
ვასკულარული დემენცია არის ზოგადი ტერმინი, რომელიც აღწერს აზროვნებასთან, მეხსიერებასთან, გეგმის შედგენასთან, მსჯელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და რომელიც ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის ფონზეა განვითარებული.
ვასკულარული დემენციისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- დაბნეულობა;
- დაქვეითებულია ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარი;
- პაციენტს უჭირს გეგმის შედგენა, მიზნის დასახვა, საქმის ორგანიზება;
- ვერ ახერხებს სიტუაციის გაანალიზებას;
- დაუქვეითდა კომუნიკაციის უნარი;
- შენელებული აზროვნება;
- უჭირს გადაწყვეტილების მიღება, შემდეგი საჭირო ნაბიჯების გადადგმა;
- მეხსიერების პრობლემა;
- მოუსვენრობა;
- მერყევი სიარულის მანერა;
- პაციენტს უეცრად უჩნდება მოშარდვის სურვილი ან ხშირად შარდავს, ან უჭირს კონტროლი შარდის გამოყოფის პროცესზე;
- დეპრესია ან აპათიურობა.
ვასკულარული დემენცია ყალიბდება იმ პათოლოგიების გამო, რომელიც აზიანებს ტვინის სისხლძარღვებს, აბრკოლებს უნარს ტვინმა მიიღოს საჭირო ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები.
გამომწვევი მიზეზებია:
- ინსულტი;
- ტვინის ჰემორაგია;
- ტვინის სისხლძარღვების ქრონიკული დაზიანება ან შევიწროება.
რისკ-ფაქტორებია:
- ხანდაზმული ასაკი;
- ანამნეზში გადატანილი ინსულტი ან გულის შეტევა;
- ათეროსკლეროზი;
- მაღალი ქოლესტეროლი;
- მაღალი არტერიული წნევა;
- დიაბეტი;
- თამბაქო;
- სიმსუქნე;
- წინაგულების ფიბრილაცია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/vascular-dementia/symptoms-causes/syc-20378793