თუ გიჭირთ განიცადოთ მხიარულება, სიხარული

თუ გიჭირთ განიცადოთ მხიარულება, სიხარული

რა არის ანჰედონია?

ანჰედონია არის დიაგნოზი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ადამიანს უჭირს მხიარულების ან სიამოვნების განცდა. ისეთი შეგრძნება გეუფლებათ თითქოს გაბრუებული, გაბუჟებული ხართ იმ საქმიანობის მიმართ, რომელიც ერთ დროს სიამოვნებას განიჭებდათ, დაკარგეთ ინტერესი.

ანჰედონიის მქონე პირს უჭირს ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება, არ აქვს სურვილი დრო გაატაროს ადამიანებთან და მაქსიმალურად ერიდება სივრცეს, სადაც ბედნიერი იქნება.

ორი ტიპის ანჰედონიაა:

  • სოციალური - არ გიყვართ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა;
  • ფიზიკური - არ გსიამოვნებთ შეხება, გაღიზიანებთ ხმა ან სუნი.

ანჰედონია შემდეგი მდგომარეობების სიმპტომია:

  • დეპრესია;
  • შიზოფრენია;
  • ბიპოლარული აშლილობა;
  • პარკინსონის დაავადება;
  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობა;
  • ტვინის ტრავმული დაზიანება.

მისი სპეციფიკური მკურნალობა არ ხდება - ექიმი ამ სიმპტომს მართავს დიაგნოსტირებული, გამომწვევი დაავადების მკურნალობის ფონზე. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში საჭირო ხდება კომბინირებული მკურნალობა.

აუცილებელია მკურნალობა, რადგან ანჰედონია გავლენას ახდენს როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

გართულებული კლინიკური შემთხვევების მაგალითებია:

  • დეპრესია;
  • სოციალური იზოლაცია;
  • შფოთვა;
  • პაციენტს გარშემომყოფებთან ურთიერთობა უჭირს;
  • განწყობის ცვლილება;
  • უენერგიობა, დაღლილობა;
  • კვებითი უკმარისობა.

 

 

წყარო:        

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/25155-anhedonia