რა არის კვებითი თერაპია?
მკურნალობის აღნიშნული მეთოდის მიზანია უკვე დიაგნოსტირებული პათოლოგიის მართვა ან დაავადების პრევენცია, ან უბრალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
სპეციალისტის ჩართვის გარეშე თვითნებურად შერჩეულმა დიეტამ შესაძლოა რიგი პრობლემები გამოიწვიოს, მაგალითად, წონის მატება, კანის დაავადებები, დაღლილობა, გამოფიტვა, უენერგიობა.
კვებითი თერაპია მოწოდებულია შემდეგი დაავადებების დროს:
- შეკრულობა;
- დიარეა;
- ოსტეოპოროზი;
- მეტეორიზმი;
- ალკოჰოლიზმი;
- ათეროსკლეროზი;
- გულის დაავადება;
- თავის ტკივილი;
- მაღალი არტერიული წნევა;
- ქოლეცისტიტი;
- ლაქტოზის აუტანლობა;
- გაღიზიანებული ნაწლავი;
- დიაბეტი;
- ანემია;
- დივერტიკულარული დაავადება;
- თირკმლის უკმარისობა;
- წყლულოვანი კოლიტი და სხვა.
შესაბამისი რაციონის შერჩევამდე ექიმი შეისწავლის პაციენტის სამედიცინო ისტორიას, გაეცნობა სიმპტომებს, შეაფასებს რისკ-ფაქტორებს.
სპეციალისტი გაითვალისწინებს პაციენტის წონას, სიმაღლეს, სხეულის მასის ინდექსს, ცხიმის მაჩვენებელს.
წყარო:
https://www.topdoctors.co.uk/medical-dictionary/diet-therapy#