ცრემლი ზრუნავს თვალის ზედაპირის სისუფთავესა და სიგლუვეზე, გიცავთ ინფექციებისგან.
დიაგნოზი თვალის სიმშრალეა თუ მხედველობის ორგანო არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ცრემლს.
აუცილებელია მკურნალობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ქრონიკულ სახეს მიიღებს და არაერთი გართულების, მაგალითად, თვალის ინფექციის, თვალის ზედაპირის დაზიანებისა თუ პაციენტის ცხოვრების ხარისხის დაქვეითების წყარო გახდება.
ჯანმრთელი თვალი ცრემლის წარმომქმნელ ჯირკვალს შეიცავს. როდესაც ცრემლის წარმოქმნის ნორმალური პროცესი ირღვევა, თვალის ზედაპირი მშრალი ხდება - მნიშვნელოვნად იზრდება ბუნდოვანი მხედველობის, ინფექციების, ქსოვილის დაზიანების რისკი.
გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ხანდაზმული ასაკი, ასაკის მატება;
- თვალში ჯირკვლის სეკრეციის პრობლემა;
- ანამნეზში დიაბეტი, რევმატოიდული ართრიტი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები;
- ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი მოვლენა;
- ქარი, მშრალი ჰაერი, მტვერი.
თვალის სიმშრალის სიმპტომებია:
- წვის, ჩხვლეტის შეგრძნება;
- ჩასისხლიანებული, ჩაწითლებული თვალის კაკლები;
- ცრემლდენა;
- ლორწოვანი გამონადენი;
- ბუნდოვანი მხედველობა.
ამ სიმპტომებისა და ნებისმიერი უჩვეულო ნიშნის გამოვლენისთანავე აუცილებელია მიმართოთ ოფთალმოლოგს.
წყარო:
https://www.omphroyeyecare.com/blog/my-eyes-struggle-to-produce-tears-what-does-this-mean