მძაფრი სუნის შარდი

მძაფრი სუნის შარდი

შარდს ბუნებრივი სუნი აქვს და ეს სუნი უნიკალურია ყველა ადამიანისთვის.

დროთა განმავლობაში შეიძლება შენიშნოთ, რომ შარდს ნორმალურზე მძაფრი სუნი აქვს. ეს მდგომარეობა ყოველთვის სახიფათო არ არის, თუმცა ზოგჯერ ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესის მანიშნებელია.

მძაფრი სუნის შარდის გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:

  • გაუწყლოება;
  • საშარდე ტრაქტის ინფექცია;
  • ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი მოვლენა);
  • დიაბეტი;
  • შარდის ფისტულა;
  • ღვიძლის დაავადება;
  • ფენილკეტონურია;
  • თირკმლის კენჭები;
  • სატაცური;
  • ორსულობა.

შარდის ბუშტის ჯანმრთელობისთვის რეკომენდებულია:

  • უნდა მოშარდოთ მინიმუმ ყოველ 3 ან 4 საათში ერთხელ. თუ ამ ინტერვალში მოშარდვის სურვილი არ გაქვთ დალიეთ წყალი;
  • ხშირად დალიეთ წყალი;
  • მოშარდვისას მოდუნდით, არ დაჭიმოთ კუნთები;
  • არ იჩქაროთ, სააბაზანო დატოვეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად დაცლით შარდის ბუშტს;
  • ივარჯიშეთ;
  • ჩაიცვით ბამბის საცვალი.

 

 

 

 

წყარო:   

https://www.healthline.com/health/urine-odor#asparagus