რა არის მეზინტერიული იშემია?
მეზინტერიული იშემია იშვიათი, მაგრამ სერიოზული სამედიცინო მდგომარეობაა. ეს დიაგნოზი ყალიბდება მაშინ, როდესაც საჭმლის მომნელებელი სისტემის ნაწილი ვეღარ იღებს საკმარისი რაოდენობის სისხლის ნაკადსა და ჟანგბადს. მიზეზი შესაძლოა იყოს დახშობა ან სისხლის მიმოქცევის პრობლემა.
მეზინტერიული იშემია უფრო ხშირია ხანდაზმულ პირებში და განსაკუთრებით მაშინ თუ ანამნეზში ფიქსირდება სისხლის შედედების დარღვევა ან კარდიოვასკულური დაავადებები.
არსებობს ორი ტიპის მეზინტერიული იშემია: მწვავე და ქრონიკული.
რისკ-ფაქტორებია:
- წინაგულების ფიბრილაცია;
- კორონარული არტერიის დაავადება;
- დიაბეტი;
- გულის უკმარისობა;
- მაღალი არტერიული წნევა;
- მაღალი ქოლესტეროლი;
- ჰიპერკუაგულაციის დარღვევა;
- გადატანილი ოპერაცია;
- პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადება;
- თამბაქოს მოხმარება.
სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე თუ პაციენტს რომელი ფორმის მეზინტერიული იშემია აქვს.
ძირითადად, ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- მუცლის ტკივილი;
- შებერილობა;
- გულისრევა და ღებინება;
- დიარეა;
- პაციენტი ამჩნევს ცვლილებას კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებით;
- სიცხე;
- წონის კლება.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23246-mesenteric-ischemia