წითელი ზოლები კანზე

წითელი ზოლები კანზე

რა უნდა იცოდეთ ლიმფანგიტის შესახებ?

ლიმფანგიტი ლიმფური სისხლძარღვების ანთებაა. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში კანის ინფექციის გართულებაა, თუმცა შესაძლოა არაინფექციური პათოლოგიების გამოც იყოს ჩამოყალიბებული.

მკურნალობისთვის მოწოდებულია ანტიბიოტიკები და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები.

ლიმფანგიტის სიმპტომებია:

  • წითელი ხაზები კანზე;
  • თავის ტკივილი;
  • სიცხე;
  • კანკალი;
  • დაღლილობა;
  • ჭრილობა, რომელიც ნელა ხორცდება;
  • შეშუპებული ლიმფური კვანძები იღლიასა თუ საზარდულის არეში.

რამდენად სწრაფად ვრცელდება ლიმფანგიტი?

ლიმფანგიტი სწრაფად ვრცელდება. მაგალითად, 24 საათზე ნაკლები დრო სჭირდება ინფექციას იმისთვის, რომ ჭრილობიდან ლიმფური სისტემის სხვადასხვა არეში გავრცელდეს.

ლიმფანგიტი შესაძლოა ჩამოყალიბდეს ნებისმიერ დროს თუ ადამიანს ჭრილობა აქვს. კანის ღია არე ბაქტერიას, ვირუსს ან სოკოს ორგანიზმში შეჭრის საშუალებას აძლევს.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში დაავადების ჩამოყალიბების მიზეზია ბაქტერიული ინფექცია, თუმცა შესაძლოა განვითარდეს ვირუსული თუ სოკოვანი ინფექციის გამოც.

იშვიათად, მაგრამ ლიმფანგიტი შესაძლოა იყოს ზოგიერთი კანცეროგენური ან არაკანცეროგენური სიმსივნის გართულება.

ლიმფანგიტის რისკ-ფაქტორებია:

  • დიაბეტი;
  • კრონის დაავადება;
  • დასუსტებული იმუნური სისტემა;
  • კიბო;
  • ჩუტყვავილა.

ლიმფანგიტის გართულებული კლინიკური შემთხვევების მაგალითია: