გაციება - როდის არის დაავადებული ადამიანი გადამდები სიმპტომების გამოვლენის დროს თუ შემდეგ?

გაციება - როდის არის დაავადებული ადამიანი გადამდები სიმპტომების გამოვლენის დროს თუ შემდეგ?

რა უნდა იცოდეთ გაციების შესახებ?

გაციება ზედა რესპირატორული გზების ინფექციაა, რომელიც მარტივად ვრცელდება. ვირუსის გავრცელებისთვის იდეალური გარემოა საკლასო ოთახები, სამსახური, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სახლი.

ნორმალურ მდგომარეობაში სიმპტომები ალაგდება კვირიდან 10 დღის ვადაში. აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ ზოგადი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება 10 დღის შემდეგაც კი.

ვირუსი მარტივად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე - მაგალითად, როდესაც ინფიცირებული პირი ახველებს ან აცემინებს, ჰაერში ვრცელდება წვეთები და თუ მას ჩაისუნთქავთ, დაავადდებით. წვეთები შესაძლოა დაეცეს რომელიმე საგნის ზედაპირზე და თუ შეეხებით შემდეგ კი ხელს თვალის, პირის ან ცხვირის არეში მიიტანთ, ვირუსი გადაგედებათ.

როდის არის დაავადებული პაციენტი გადამდები?

გაციების გადამდები შეიძლება იყოთ 2 კვირის განმავლობაში.

პირი გადამდებია ერთი ან ორი დღით ადრეც, ვიდრე სიმპტომები გამოუვლინდება. თუმცა ყველაზე გადამდები ხართ მაშინ, როდესაც სიმპტომები მწვავედ გაქვთ გამოვლენილი (როგორც წესი, ცუდად ყოფნის პირველი 3 დღის განმავლობაში).

საინკუბაციო პერიოდი

ინკუბაციის პერიოდი არის დროის შუალედი ინფიცირებიდან პირველი სიმპტომის გამოვლენამდე. გაციებისთვის ეს პერიოდი მერყეობს ვირუსის შეყრიდან 12 საათსა და 3 დღეს შორის.

 

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/12342-common-cold