გადაუდებელი დახმარება მაღალი ტემპერატურისას.
სიცხე ნიშნავს იმას, რომ სხეულის ტემპერატურა ნორმაზე მაღალია. ბევრი ექიმი თანხმდება, რომ სიცხედ ითვლება 37.8 ან 38 გრადუსი.
ტემპერატურა ეს არის ორგანიზმის ნორმალური რეაქცია ინფექციის თუ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში არ არის სერიოზული, თუმცა ზოგიერთი სიმპტომი საგანგაშოა და ექიმის ჩარევას საჭიროებს.
მაღალი სიცხის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- კანკალი, სიცივის შეგრძნება;
- სხეულისა და თავის ტკივილი;
- დაღლილობა;
- სისუსტე;
- ოფლიანობა;
- კანის სიმხურვალე;
- აჩქარებული გულისცემა;
- უმადობა;
- ფერმკრთალი კანი ან სიწითლე;
- წყურვილის ძლიერი გრძნობა;
- შემცირებული შარდი;
- შფოთვა.
სიცხე არაერთი მიზეზის გამო ჩნდება, ბევრი პათოლოგიის სიმპტომს წარმოადგენს.
გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:
- ბაქტერიული ინფექცია;
- ვირუსული ინფექცია;
- საშარდე გზების ინფექცია;
- კანის ინფექცია;
- კუჭ-ნაწლავის ინფექცია;
- მედიკამენტის გვერდითი მოვლენა;
- ვაქცინაცია;
- ავტოიმუნური დაავადებები.
გაციების მსგავსი სიმპტომები შესაძლოა ჩამოყალიბდეს ალერგიის ფონზეც.
ზრდასრულებში 39.4-ზე დაბალი ტემპერატურა არ არის საშიში, თუმცა თუ აიწევს მიმართეთ ექიმს.
ბავშვების შემთხვევაში სასწრაფო დახმარებას საჭიროებს შემდეგი სიმპტომები:
- პატარას სიცხე აქვს რამდენიმე დღის განმავლობაში;
- სიცხე 40 გრადუსზე მაღალია;
- სიცხის დამწევი მედიკამენტები არ მოქმედებს;
- გეჩვენებათ, რომ პატარა პაციენტის ქცევა უჩვეულოა;
- გამოვლინდა პრობლემები სუნთქვასთან თუ შარდვასთან დაკავშირებით.
გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან მიმართეთ კლინიკის ემერჯენსი დეპარტამენტს თუ სიცხეს თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:
- ტკივილი მუცლის არეში;
- გულისრევა ან ღებინება;
- ძლიერი თავის ტკივილი;
- კისრის გაშეშება;
- მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ;
- შეტევა;
- უცნაური ქცევა ან მეტყველება;
- დაბნეულობა ან გაღიზიანება;
- ძლიერი ძილიანობა;
- სიცხის ფონზე გამონაყარი;
- გაუწყლოება;
- უმადობა;
- შეშუპება.
თუ სიცხე აქვს 3 თვემდე ასაკის ჩვილს, პატარა ადამიანი სასწრაფოდ გადაიყვანეთ კლინიკაში.
წყარო: